მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი

64468eeb3f7f4
გიორგი თოლორდავა
25.04.23 00:05
1045
ავტომობილების ინდუსტრია ნამდვილი რევოლუციის წინაშეა. მსოფლიოს მასშტაბით ელექტრომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, 2022 წელს კი გაყიდული ელექტრომობილების საერთო რაოდენობამ 10 მილიონ ერთეულს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 50%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.

ამერიკისა და ევროკავშირის ბაზარზე ისევ ამერიკული Tesla დომინირებს, თუმცა ასე დიდ ხანს ნამდვილად ვერ გაგრძელდება და ამის სწორედ ის ფაქტი ცხადყოფს, რომ 2022 წელს Tesla-მ გლობალურ ბაზარზე პირველობა დაკარგა.

ამჟამად ინდუსტრიის ლიდერი ჩინური BYD-ია, რომელზეც გლობალური ბაზრის 18.1% მოდის. გასული წლის განმავლობაში კომპანიამ 1.8 მილიონი ერთეული ელექტრომობილი და plug-in ჰიბრიდი გაყიდა. შედარებისთვის, ამავე პერიოდში Tesla-მ 1.3 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვა მოახერხა, რაც გლობალური გაყიდვების 12.8%-ს უდრის.

რეიტინგში მესამე ადგილზე გერმანული Volkswagen Group-ია, რომელმაც თითქმის 840,000 ერთეული ელექტრომობილის რეალიზება შეძლო, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შედარებისთვის, BYD-ის გაყიდვები ერთ წელიწადში 211%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ცხადყოფს, რომ ჩინური კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა მკვეთრად იმატებს.