მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრომობილების წარმოებით ბრიტანეთი სხვა ქვეყნებს ჩამორჩება - ანგარიში

60ca082017d6d
ნათია თაქთაქიშვილი
16.06.21 22:38
487
გავლენიანმა ანალიტიკურმა ჯგუფმა Transport and Environment (T&E)-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით დიდი ბრიტანეთი ელექტრომობილების წარმოებით სხვა ქვეყნებს ჩამორჩება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა ანატილიტიკურ ჯგუფზე დაყრდნობით წერს, რომ თუ 2018 წელს ელექტრომობილების წარმოების დაახლეობით ნახევარი ევროპის მასშტაბით დიდ ბრიტანეთზე მოდიოდა, ახლა მისი წილი მხოლოდ 4% შეადგენს და ეს მაშინ როდესაც ქვეყანას ამბიციური გეგმა აქვს, რომლის მიხედვითაც ელექტრო მანქანებზე გადასვლას 2030 წლიდან აპირებს.

T&E-ის ანგარიშის მიხედვით, ელექტრომობილების გამოყენების წილი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში სავარაუდოდ 48%-მდე გაიზრდება, ხოლო ჰიბრიდული ავტომობილების წილი 11%-მდე.

წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული პერიოდისთვის გერმანია დომინანტი იქნება ელექტრომობილების წარმოების თვალსაზრისით. ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 4.5-5.1 მილიონ ავტომობილს აწარმოებს, საიდანაც ნახევარზე მეტი ელექტრომობილი იქნება.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ქვეყანა პანდემიამდე წელიწადში დაახლოებით 1.3 მილიონ ავტომობილს აწარმოებდა, თუმცა კორონავირუსის ფონზე ავტომობილების წარმოება 1 მილიონამდე შემცირდა, სადაც ელექტრომობილების წარმოების წილმა 24% შეადგინა.

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ისევ გეგმავს იყოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ავტომობილების წარმოების კუთხით და სწორედ ამ მიზნით ინდუსტრიაში დაახლოებით 1 მილიარდი სტერლინგის ინვესტიციები იგეგმება, რაც ავტომობილების მიწოდების ქსელის გაციფრულებაზე და დიდი ქარხნების განვითარებაზე დაიხარჯება.