მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრონერგიის სავაჭრო დეფიციტი 2019 წელს სავარაუდოდ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს - "გალტ&ტაგარტი"

5e0656a4223c2
BM.GE
27.12.19 23:26
949
ელექტრონერგიის სავაჭრო დეფიციტი 2019 წელს სავარაუდოდ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს. ამის შესახებ „გალტ&ტაგარტ“-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია საუბარი. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის სავაჭრო დეფიციტი 29.7%-ით გაიზარდა და 58.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლებთან და პროგნოზირებულთან შედარებით ბევრად დაბალი ტემპით, წლიურად 1.6%-ით გაიზარდა.

„ამასთან, არასახარბიელო კლიმატური პირობების გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა ჰიდროგენერაცია (-9.2% წ/წ), რამაც გაზარდა მოთხოვნა ელექტროენერგიის იმპორტსა (+10.5% წ/წ) და იმპორტირებულ რესურსზე მომუშავე თბოგენერაციაზე (+29.4% წ/წ). აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 11 თვეში ელექტროენერგიის იმპორტის 36% რუსეთიდან განხორციელდა“, - წერია „გალტ&ტაგარტ“-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.

მიმოხილვის მიხედვით, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, ელექტროენერგიის ექსპორტი მხოლოდ 0.2 ტვტ.სთ იყო (-59.1% წ/წ), იმპორტმა კი 1.4 ტვტ.სთ (+10.5% წ/წ) შეადგინა.