მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრონული კომერციის კანონპროექტით, კომპანიებს ახალი ვალდებულებები უჩნდებათ

5f4fa74e0d89a
შოთა ტყეშელაშვილი
02.09.20 23:40
1273
საქართველოს მთავრობა პარლამენტში ელექტრონული კომერციის შესახებ ახალი კანონის ინიცირებას გეგმავს. პარლამენტისთვის 2020 წლის საშემოდგომო სესიაზე წარსადგენილი კანონპროექტების ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ მიმდინარე სესიაზე ელექტრონული კომერციიის შესახებ ახალი კანონის მიღება არის დაგეგმილი. ცვლილება პარლამენტში ჯერ-ჯერობით არაა ინიცირებული, თუმცა მისი მოკლე აღწერიდან ირკვევა, რომ კანონპროექტი ამ სერვისის პროვაიდერებისთვის ახალი მოთხოვნების დაწესებას ითვალისწინებს. 

"კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) შუალედური მომსახურების მიმწოდებლების (ISP) უფლებებისა და ვალდებულებების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრის შესახებ, აგრეთვე მათთვის ზოგადი მონიტორინგის ვალდებულების დაწესების აკრძალვის შესახებ აღებული ვალდებულებით;

კანონპროექტის თანახმად, დარეგულირდება, საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ამ მომსახურების გამწევი და მიმღები პირების პასუხისმგებლობა, განისაზღვრება საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების მიმწოდებლის, მიმღებისა და მომხმარებლის საქმიანობის პრინციპები, მათი უფლებები, მათ შორის, შუალედური მომსახურების მიმწოდებლებისათვის ზოგადი მონიტორინგის ვალდებულების დაწესების აკრძალვა, აგრეთვე ის პირობები, რომელთა შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში შუალედური მომსახურების მიმწოდებლებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა არაკანონიერი ინფორმაციის გატარებისთვის ან/და შენახვისთვის,"- ნათქვამია კანონპროექტის შესახებ განმარტებაში.

ჯერჯერობით უცნობია უშუალოდ რა ტიპის ვალდებულებების დაწესება მოხდება ახალი კანონპროექტით.