ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - My.gov.ge - ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შეთანხმება უკვე შესაძლებელია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკი) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლობით, ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს ახალი მომსახურება დაემატა. სემეკისა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, სერვისით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების ლიცენზიატები და საკომუნიკაციო სფეროს კომპანიები ისარგებლებენ.
კომუნალური მომსახურებისა და კომუნიკაციის სფეროს კომპანიებს სერვისი საშუალებას აძლევს, ელექტრონულად შეათანხმონ ქსელის ხაზობრივი ნაგებობის პროექტი როგორც ერთმანეთთან, ისე სხვა უფლებამოსილ პირებთან, შეთანხმების მიღწევის შემდეგ კი მიმართონ შესაბამის მუნიციპალიტეტს საბოლოო თანხმობისთვის.
ახალი მომსახურება მნიშვნელოვნად ამარტივებს ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სექტორებში დაგეგმილი სამუშაოების შესრულების პროცესს. ამასთანავე, ამცირებს თანხმობის მიღების ვადებს, რაც აუცილებელია როგორც ქვეყნის ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზითა და სასმელი წყლით უსაფრთხო და სტაბილური მომარაგებისთვის, ისე კომუნიკაციის სფეროში ხარისხიანი სერვისების მიღებისთვის.
ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე ხელმისაწვდომია საჯარო სექტორში არსებული 500-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ელექტრონული მომსახურება, რომელთა მიღებაც დისტანციურად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. მათ შორის ოფიციალური წერილების კორესპონდენციასთან დაკავშირებული მომსახურებები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის