07.ოქტომბერი .2019 16:20

ელექტროსისტემის მენეჯმენტი 2014-2017 წლების ზარალზე: მაშინ კომპანიას სხვა მენეჯმენტი მართავდა

views 304
უკან

"სახელმწიფო აუდიტის დასკვნა 2014-2017 წლებს შეეხება. ამ პერიოდში კომპანიას სხვა მენეჯმენტი მართავდა. 2018 წლიდან კომპანიას ახალი მმართველი გუნდი ხელმძღვანელობს, რომელიც დეტალურად ეცნობა აუდიტის სამსახურის დასკვნის შედეგებს,“ - ამის შესახებ სახელმწიფო ელექტროსისტემის ადამიანური რესურსების მართვის და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ზივზივაძემ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე საპასუხოდ განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 4 ოქტომბერს სახელმწიფო ელეტროსისტემის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, უწყების მიერ გაწეულ არაგონივრულ ხარჯებზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო. 

აუდიტი დაუსაბუთებლად მიიჩნევს 2014-2017 წლებში ელექტროსისტემის მიერ 12 მლნ ლარზე მეტი პრემიის გაცემას. 

მათივე დასკვნის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ საანგარიშო პერიოდში სატელეფონო როუმინგზე 156,738 ლარი დახარჯა. 

„ბევრი საკითხი უკვე გამოსწორდა მაგალითად, შემცირდა რეაბილიტაციის მმართველის ხელფასი 25%-ით, ასევე კომპანიამ მიიღო დონორების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით თანამედროვე კორპორაციული მართვის სისტემის დანერგვის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც მომავალში ეფექტიანობის და გამჭვირვალობის კიდევ უფრო ზრდას შეუწყობს ხელს.

იგულისხმება სამეთვალყურეო საბჭოს და კომიტეტების შექმნა, რომელიც კომპანიის საქმიანობას ზედამხედველობას სხვადასხვა მიმართულებით გაუწევს. 2018 წელს საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის კომპანიამ და არა ჯგუფმა, წმინდა მოგება 72 მლნ ლარის ოდენობით მიიღო", - განაცხადა ზივზივაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა