მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროტექნიკაზე უნაღდო ხარჯვის ტემპი 34%-ით გაიზარდა - TBC Research

5f095aee285a1
ელენე გოგბერაშვილი
11.07.20 11:20
1336

TBC Research-მა გუშინ საქართველოს ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. მიმოხილვის თანახმად, სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯები წინა კვირასთან შედარებით მცირედით გაიზარდა და წ/წ+40% შეადგინა.

ასევე გასულ კვირაში შედარებით გაიზარდა უნაღდო ხარჯვა ავეჯსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე. წლიურმა ზრდამ 32% შეადგინა ივლისის პირველ კვირაში, იგივე მაჩვენებელი წინა კვირაში 15% იყო.

მიმოხილვის მიხედვით, წინა კვირასთან შედარებით, შესამჩნევად გაიზარდა ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპიც და წ/წ+34% შეადგინა.