მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელევატორების მიერ გაყიდულია 88.1 მლნ. ლარის პროდუქცია, საიდანაც 50% ადგილობრივი წარმოების იყო

5f3d2568a7011
ინგა მურუსიძე
19.08.20 19:00
839
2020 წლის II კვარტლის განმავლობაში მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 74 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 842 კაცით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 133.5 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 79.9 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2020 წლის II კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 88.1 მლნ. ლარის ღირებულების 101.1 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 50.0 პროცენტი იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების.

ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 81.8 პროცენტი.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 46.7 პროცენტს, მაისში - 44.1 პროცენტს, ხოლო ივნისში 37.0 პროცენტს.