მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელევატორებში შენახული პროდუქციის დიდი ნაწილი ხორბალია - საქსტატი

6194c6b2d9f56
ინგა მურუსიძე
18.11.21 09:00
504
2021 წლის III კვარტალში საქართველოში 50 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთის (48%) რეგიონში იყო განთავსებული.

საქსტატის ცნობით, ელევატორების 22% ფუნქციონირებს ქვემო ქართლის რეგიონში, 14% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8% - შიდა ქართლის რეგიონში, 4% - თბილისში, 2%-2% კი იმერეთსა და გურიის რეგიონში. აღსანიშნია, რომ მომსახურეობა გაეწია 20 მომხმარებელს. ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 732 ადამიანია.

III კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 106.3 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 83%-ს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 89.9%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.

ელევატორების მიერ გაყიდულია 69.5 მლნ ლარის ღირებულების 70.4 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 75% იყო საკუთარი წარმოების.

ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 80%.

"გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 40.2%-ს, აგვისტოში - 39.8%-ს, ხოლო სექტემბერში - 36.6%-ს", - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.