მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელიავას ბაზრობა - მოვაჭრეების ნაწილი ამბობს, რომ თვითნებურად განაახლებს მუშაობას

6012acc782a84
ინგა მურუსიძე
28.01.21 16:22
2837
ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები თვითნებურად გახსნას გეგმავენ, - ამის შესახებ შპს ელიავას ბაზრობის წარმომადგენელმა, თენგიზ შოშიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ბაზრობის წარმომადგენლები შეხვედრაზე მივიდნენ. განცხადება შოშიაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. 

„დაანონსებული იყო, რომ 1 თებერვალს უნდა გავხსნილიყავით, თუმცა მერე გავიგეთ, რომ გახსნა გადაიდო 15-მდე. დღეს კი მოვედით, რომ გაგვეგო, რატომ მოხდა ეს. რატომ გვბლოკავენ? ღია სივრცეში უნდა ვიმუშაოთ. წინადადებები მთავრობამდე მიტანილი გვაქვს, თუმცა არ ითვალისწინებენ არაფერს. თანახმა ვართ თანამშრომელთა ტესტირებაზე. ამბობენ, რომ ტესტირების ღირებულების 20%-ს თვითონ დააფინანსებენ და დანარჩენი ჩვენ უნდა ავანაზღაუროთ. ამაზე თანახმა ვართ. სულ 13 შპს-ია ჩვენთან და უამრავი ადამიანია უმუშევრად დარჩენილი“, - განაცხადა შოშიაშვილმა.

მისივე თქმით, მოვაჭრეების ნაწილი ამბობს, რომ თვითნებურად გაიხსნებიან, თუკი მთავრობა ამის ნებას არ მისცემს, თუმცა ისინი აპროტესტებენ, რომ შერჩევითი გახსნა მისაღები არ არის.