მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

62010ecdb5e6c
ინგა მურუსიძე
07.02.22 16:19
714
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძარი სასაწყობე ფართში გაჩნდა. მისი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 1000-1500 კვადრატული მეტრის ფართი. 

„ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა მისი გავრცელება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულებზე ინფორმაცია არ შემოსულა. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური", - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

ხანძარი დღეს, 15:00 საათზე გაჩნდა.