მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელიავას ბაზრობის ფინანსური დირექტორი: ჩემი აზრით, მოიჯარეებმა იჯარა სრულად უნდა გადაიხადონ

5e80c690c2a5b
ანი ციხისთავი
29.03.20 20:35
9445
“ჯერჯერობით არ ვიცით, რაიმე შეღავათი ექნებათ თუ არა მოიჯარეებს იჯარის თანხასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე კონსულტაციებს გავდივართ მთავრობასთან და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ”,- ამის შესახებ BM.GE-ს ელიავას ბაზრობის ფინანსურმა დირექტორმა სერგი რუხაძემ განუცხადა.

რუხაძის აზრით, სამართლიანი იქნება თუ ბიზნეს სუბიექტები იჯარას სრულად გადაიხდიან. “ჩემი აზრით, ბაზრობის ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანები იყენებენ თუ არა ამ ეტაპზე თავიანთ ფართებს. ფაქტი ისაა, რომ მათ აქვთ ნაქირავები და ამაში თანხა უნდა გადაიხადონ”,- აღნიშნავს რუხაძე.

ელიავას ბაზრობის ფინანსურმა დირექტორმა კორონავირუსის გავლენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებულმა სიტუაციამ ბაზრობას ძალიან დიდი ზარალი მოუტანა.

“ჩვენი ზარალი არ არის მხოლოდ იჯარა. ჩვენ ვხელმძღვანელობდით სამშენებლო სამუშაოებს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით უცხოელებთან, რომლებსაც ჩვენი აშენებული ფართები უნდა ექირავებინათ. მოლაპარაკებები შეწყდა, უცხოელები ვეღარ ჩამოდიან, ავაშენეთ შენობები და ვეღარ გავაქირავეთ”,- აცხადებს რუხაძე.

მისი თქმით, ელიავას ბაზრობის პროდუქციაზე მოთხოვნამ 10 მარტიდან დაიწყო შემცირება. “15 მარტიდან უკვე კატასტროფულად შემცირდა და 20-ში დავიკეტეთ”,- აცხადებს ელიავას ბაზრობის ფინანსური დირექტორი.