მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

60269069364de
ვიქტორია მღებრიშვილი
12.02.21 18:19
717
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში დიდუბეში, აგლაძისა და გუდაუთის ქუჩების კუთხეში მდებარე სასაწყობე ფართი იწვის. 

მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სასაწყობე ფართში ცეცხლი სამშენებლო მასალა - საღებავებს გაუჩნდა.

„დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. ადგილზე 14 ეკიპაჟია მობილიზებული“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.