29.სექტემბერი .2020 14:09

“ელიავაზე" დამწვარი მაღაზიების ნაწილი "ჯიპიაი ჰოლდინგშია" დაზღვეული

views 257
უკან

“ელიავას ბაზრობაზე" გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი მაღაზიების ნაწილი "ჯიპიაი ჰოლდინგშია" დაზღვეული.
როგორც bm.ge-ს სადაზღვევო კომპანიიდან აცნობეს, ხანძრის შედეგად “ჯიპიაი ჰოლდინგში” დაზღვეული 4 მაღაზია დაიწვა, ხოლო დაზღვეული მეწარმეების ზარალის დარეგულირების პროცესი უკვე დაწყებულია.

“ელიავას ბაზრობაზე" ხანძრის შედეგად დაზიანებული მაღაზიების ნაწილი "ჯიპიაი ჰოლდინგშია" დაზღვეული. მეწარმეებს ქონების დაზღვევის პოლისი აქვთ გაფორმებული. ჯიპიაის ზარალების რეგულირების ჯგუფი ხანძრის გაჩენისთანავე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს შეფასების პროცესი“, - განაცხადა "ჯიპიაი ჰოლდინგის” საოპერაციო დირექტორმა, დიმიტრი ძირტკბილაშვილმა.

მისივე თქმით, სადაზღვევო კომპანია მაქსიმალურად სწრაფად დაიწყებს ზარალის დარეგულირების პროცესს.

ინფორმაციისთვის, პოლისი "ბიზნესი", რომლითაც დამწვარი მაღაზიების მფლობელები სარგებლობდნენ ხანძართან ერთად, ითვალისწინებს ისეთი შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, როგორიცაა, სტიქიური მოვლენები, ძარცვა-ყაჩაღობა, ვანდალიზმი და სხვა.

"ჯიპიაიმ" 2017 წელს ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ძლიერი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, რომელთაც ქონება და მარაგები ჰქონდათ დაზღვეული, ჯამში 600 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.

2019 წელს ქონების დაზღვევით კომპანიამ სულ 8 483 000 ლარი აანაზღაურა.

(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა