მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელისაშვილი ტიკარაძეს: რატომ არის ასე უღმერთოდ ძვირი ჩვენთან მედიკამენტები?

60323c3e29463
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.21 14:53
2996
იქნებ ამ ტრიბუნიდან მე ერთ მოქალაქეს გამცეთ პასუხი, ვიცი, მთელ საქართველოსაც ეს აინტერესებს, რატომ არის ასე უღმერთოდ ძვირი ჩვენთან მედიკამენტები?– ეს კითხვა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკა ტიკარაძეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დაუსვა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

“რატომ არის ასეთ ფასები? ალბათ იცით, რომ პენსიონერები მთელ პენსიას ლამის აფთიაქებში ტოვებენ და გროშები რჩებათ ხოლმე იმისთვის, რომ წამლებთან ერთად იყიდონ საკვებიც. ვიცით მაგალითები, რომ გვერდით ქვეყნებში უფრო იაფი ღირს მედიკამენტები. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ასე ცეცხლი არ ეკიდოს მედიკამენტებს?”,– აცხადებს ელისაშვილი.