მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელოდებიან თუ არა კორონავირუსის გამო ტურისტების შემცირებას? - რას ფიქრობს მარიამ ქვრივშვილი

5e4a4446c7507
ინგა მურუსიძე
17.02.20 14:10
1101
"ამ ეტაპისთვის საგანგაშო არაფერი გვაქვს", - ასე უპასუხა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც საქართველოში ტურისტების ნაკადზე კორონავირუსის შესაძლო გავლენას შეეხებოდა.  

„ამ ეტაპზე ჩვენ სასიხარულო ტენდენცია გვაქვს ტურიზმში; 2020 წელი დაიწყო შთამბეჭდავი ზრდის ტემპით. საკმაო ზრდა გვაქვს ტურისტების დანახარჯების კუთხით. იანვარში ჩვენი შემოსავლები ტურიზმიდან გაიზარდა 20%-მდე. ამ ეტაპისთვის საგანგაშო არაფერი გვაქვს. პირიქით, როგორც ციფრები იუწყება, წელი ძალიან კარგად დაიწყო“, - განაცხადა ქვრივიშვილმა. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველოში 633,201 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის იანვართან შედარებით +19.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 523,689 შეადგინა, რაც 86,471-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +19.8%-ია). უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363,614 შეადგინა, რაც 57,675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით. (ზრდა +18.9%).