მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელონ მასკი Facebook-ზე: "წაშალეთ, ის უინტერესოა"

5e4196b715cca
თამთა ჯიჯავაძე
11.02.20 00:00
5052
Tesla-ს დამფუძნებელი ელონ მასკი Facebook-ს კიდევ ერთხელ „ესხმის თავს“. როგორც მან „ტვიტერზე“ დაწერა, ეს სოციალური ქსელი უინტერესოა და ის მომხმარებლებმა უნდა წაშალონ. CNN-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მასკმა კომენტარი მსახიობ საშა ბარონ კოენის ტვიტზე გააკეთა, სადაც კოენი Facebook-ის კონტენტის დარეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მასკი Facebook-ს საჯაროდ აკრიტიკებს. 2018 წელს, მან Facebook-ზე თავისი კომპანიების - SpaceX-ისა და Tesla-ს ოფიციალური გვერდებიც კი წაშალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მასკმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკონსულტაციო კომპანია Cambridge Analytica-მ Facebook-ის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემების გამოყენება შეძლო.

თუმცა, მასკს თავისი გვერდი Instagram-ზე კვლავ აქვს, ისევე როგორც თავის კომპანიებს, მიუხედავად იმისა, რომ Instagram-იც Facebook-ის საკუთრებაშია. როგორც ადრე მასკმა განაცხადა, "Instagram-ს არაუშავს", ვინაიდან იგი საკმაოდ დამოუკიდებელია თავისი მფლობელი კომპანიისგან.