მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელონ მასკი სამუშაოს მიტოვებასა და სრულგანაკვეთიან ინფლუენსერობაზე ფიქრობს

61b5b666a2553
თათია კაკიაშვილი
12.12.21 21:00
2056
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი ფიქრობს, სამუშაო მიატოვოს და სრულგანაკვეთიანი ე.წ. „ინფლუენსერი“ გახდეს. ამის შესახებ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ტვიტერზე დაწერა.

CNN-ის ცნობით, უცნობია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასკის ეს განცხადება საზოგადოებამ სერიოზულად უნდა აღიქვას, თუ არა; ასევე, უცნობია, რას გულისხმობს მილიარდერი „სამუშაო ადგილის მიტოვებაში“.

ამ გაურკვევლობის მიზეზი ისაა, რომ მასკმა, რომელიც ასევე სარაკეტო კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ის Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას შეუცვლელად დაიკავებს.

„კარგი იქნებოდა, ცოტა მეტი თავისუფალი დრო მქონოდა, ახლა დღე და ღამე ვმუშაობ, გაღვიძებიდან დაძინებამდე, კვირაში 7 დღის განმავლობაში. ეს საკმაოდ ინტენსიურია“, - განაცხადა ელონ მასკმა.

ცნობისთვის, გასულ თვეში მასკმა Twitter-ის მიმდევრებს ჰკითხა, უნდა გაეყიდა თუ არა ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში საკუთარი წილის 10%, რაზეც „ფოლოუერების“ უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. შედეგად, მილიარდერმა 12 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.