მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელონ მასკის დედა საქართველოში საკუთარი წიგნის სათარგმნად გამომცემლობას ეძებს

5efe449051275
თამთა ჯიჯავაძე
03.07.20 00:23
4978
SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებლის, ელონ მასკის დედა, მეი მასკი, საქართველოში თავისი წიგნის გადასათარგმნად გამომცემლობას ეძებს.

ინფორმაცია თავად მწერალმა “ტვიტერის” გვერდზე განათავსა. განცხადებაში მან ელექტრონული ფოსტის მისამართიც მიუთითა.

"თუ შეგიძლიათ იპოვოთ გამომცემელი საქართველოში, ისინი თარგმნიან ჩემს წიგნს. გამომცემელს შეუძლია შემეხმიანოს ელ-ფოსტაზე rights@cookeinternational.com",– დაწერა მაია მასკმა. 

72 წლის მეი მასკი ცნობილი მოდელი, დიეტლოგი და ავტორია. ის წარმოშობით კანადელი სამხრეთ აფრიკელია. მას 2019 წელს დაწერილი აქვს მემუარები სათაურით  "A Woman Makes a Plan: Advice for a Lifetime of Adventure, Beauty, and Success".