28.აგვისტო .2019 22:10

ელონ მასკმა მარსზე გასაგზავნი რაკეტის ტესტირება ჩაატარა

views 149
უკან

ელონ მასკის მიერ დაფუძნებულმა SpaceX-მა მარსზე გასაგზავნი ხომალდის - Starhopper-ი გამოსცადა. ეს იმ მოწყობილობის პროტოტიპია, რომელმაც მთვარესა და მარსზე ადამიანები და ტვირთი უნდა უნდა გადაიყვანოს.

„Starhopper“ აშშ-ს შტატ ტეხასში, ბოკა-ჩიკას პლატფორმიდან გაუშვეს. კოსმოსური კომპანია SpaceX -ის ცნობით, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული მოწყობილობა დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა, რის შემდეგაც ერთ წუთზე ნაკლებ დროში ხმელეთზე დაეშვა. 

ელონ მასკმა თავის საცდელ პროექში მონაწილეებსა და საზოგადოებას აღნიშნული წარმატება მიულოცა, როგორც მან Twitter-ზე დაწერა, "ერთ დღეს ეს კოსმოსური ხომალდი მარსის ჟანგისფერ ქვიშაზე დაეშვება."

„Starhopper“ -ის შექმნაზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო.

მასკის კოსმოსურმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ მარსის კოლონიზაციის მოხდენა სურთ. კერძოდ, ისინი წითელ პლანეტაზე მილიონი ადამიანის გამგზავრებას გეგმავენ. ჯერ კიდევ 2016 წელს მათ მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ადამიანების მარსზე წაყვანა 2025 წლიდან დაიწყება.