მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შაბათ-კვირას სასტუმროების დატვირთულობა გაუმჯობესდა – თიბისი კაპიტალი

5ff83abec004b
სალომე მეცხვარიშვილი
08.01.21 14:56
1027
შაბათ-კვირას სასტუმროების დატვირთულობა გაუმჯობესდა, რაც განპირობებული იყო საახალწლო პერიოდით ,– ამის შესახებ თიბისი კაპიტალის კვლევაშია აღნიშნული.

როგორც ორგანიზაცია მიუთითებს, გასულ კვირასთან შედარებით, უქმეების დატვირთულობა ყველა რეგიონში გაიზარდა, გარდა “სხვა რეგიონებისა”.

იანვრის ე.წ.–მა სამომავლო დატვირთულობამ 2% შეადგინა ზღვისპირა სასტუმროებში, 2% თბილისში და 7% კახეთში, ხოლო სხვა რეგიონებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 12% დააფიქსირდა

“არსებული ჯავშნების მიხედვით, დეკემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროებმა შედარებით დაბალი ფასდაკლებები შესთავაზა მომხმარებლებს”,– ნათქვამია კვლევაში.