03.აპრილი .2020 09:20

"ელსელემა" 100,000 პირბადეს შეკერავს - დამკვეთი სახელმწიფოა

views 1421
უკან

სამკერვალო კომპანია „ელსელემამ“ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. როგორც bm.ge-მ გაარკვია, სამკერვალომ 100 000 პირბადის შეკვეთა უკვე მიიღო - დამკვეთი სახელმწიფოა.

როგორც „ელსელემას“ დამფუძნებელი ელგუჯა მამასახლისი განმარტავს, პირბადეებს როგორც - თბილისში, ასევე გურიის და ლანჩხუთის ფილიალში აწარმოებენ. ამასთან, ლანჩხუთში მხოლოდ ერთჯერადი პირბადეები მზადდება, თბილისში კი, მრავალჯერადი გამოყენების პროდუქციაც იწარმოება.

ელგუჯა მამასახლისის განმარტებითვე, კომპანიაში დღეში 3 000 ცალი პირბადე იკერება.

„პირბადეები საცალოდ არ იყიდება, თუმცა რესურსების არსებობის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად, გათვალისწინებულია კორპორატიული შეკვეთების მიღებაც. ამ შემთხვევაში, მთავარ სამიზნე სეგმენტად კლინიკებს მოვიზარებთ“, - ამბობს ის.

BM.GE „ელსელემას“ გურიის ფილიალის დირექტორ აკაკი წერეთელსაც დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ  პირბადეები საჭირო სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

„პირბადეები შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში, გვაქვს შესაბამისი სერტიფიკატი“, - აღნიშნავს აკაკი წერეთელი.

კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ტრადიციული საქმიანობა შეჩერებულია და „ელსელემა“ სრულად პირბადეების წარმოებაზეა ორიენტირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა