22.დეკემბერი .2019 20:00

„ემბავუდი“ – 2019 წლის პირველი ნახევარი კრიზისული იყო

views 372
უკან

„ემბავუდ საქართველოს“ გენერალურმა დირექტრომა სენან ომაროვმა კომპანიაში დაგეგმილი ცვლილებები და სიახლეები მიმოიხილა.

„დავიწყეთ კონცეფციის შეცვლა. „ემბავუდში“ გამოჩნდება „ტექსტილის“ თეთრეული. ცვლილებები შეეხება ინტერიერსა და დიზაინსაც“, - განმარტა სენან ომაროვმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში.

თემაზე საუბრისას, ომაროვმა აღნიშნა, რომ „ემბავუდმა“ ყვარელში მაღაზია გააფართოვა, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ მეტი მოდელი წარმოადგინონ.

„მოდელების პორტფელი ძალიან სწრაფად უნდა შეიცვალოს. ადრე პორტფელის წელიწადში 1-2-ჯერ შეცვლა საკმარისი იყო, ახლა კი უფრო ხშირი ცვლა გახდა საჭირო“ - დასძენს სენან ომაროვი.

გადაცემაში სტუმრობისას „ემბავუდ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ავეჯის მომწოდებელთა შერჩევის მექანიზმიც განიხილა.

„ძალიან საფუძვლიანად ვარჩევთ მომწოდებლებს, რომლებიც პასუხობენ ევროპულ სტანდარტებს. თავიდან ვითხოვთ ლიცენზიებს, რომ ეკოლოგიურად სუფთა იყოს პროდუქტი. შემდეგ ეტაპზე, კი ჩვენ მასალას ჩვენს ლაბორატორიები ვამოწმებთ“,- აღნიშნა სენან ომაროვმა.

მისივე განმარტებით, 2019 წლის პირველი ნახევარი პრობლემური და კრიზისული იყო, მეორე ნახევრიდან კი, ცვლილებების წყალობით, პრობლემები ნაწილობრივ მოგვარდა. რაც შეეხება 2020 წელს, სენან ომაროვი აღნიშნავს, რომ მომავალ წელს კომპანიის ყურადღება ხარისხსა და კონცეფციაზე მუშაობას დაეთმობა, თუმცა ის მაღაზიათა რაოდენობის ზრდასაც არ გამორიცხავს.

„გვაქვს მოლაპარაკება, მომავალი წლიდან ველოდებით რომ ექსპორტი გვექნება, რადგან „ემბავუდს“ უფრო მეტის წარმოება და გაყიდვა შეუძლია“, - დასძენს სენან ომაროვი.