მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ემბავუდის“ ავეჯი აშშ-ში ექსპორტზე გადის

5f659e176ff06
თათია ჩაფიჩაძე
19.09.20 21:00
3304
„ემბავუჯის“ ავეჯი მალე აშშ-ის ბაზარზე ექსპორტზე გავა. ამის შესახებ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა სალომე ჭიტაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან უკვე დასრულებულია.

„ემბავუდის“ საწარმო არც პანდემიის დროს გაჩერებულა, შესაბამისად თანამშრომლები არათუ შევამცირეთ, არამედ პირიქით, დავამატეთ იმის გამო, რომ წარმოება უნდა გაზრდილიყო. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გველოდება უახლოეს მომავალში. ცოტა ხანში ამერიკულ მხარესთან გვექნება პარტნიორობა, ჩვენგან ამერიკაშიც გავა ავეჯი. ველოდებით საზღვრების გახსნას და ვითარების დარეგულირებას იმისათვის, რომ შედგეს ეს თანამშრომლობა.

ამერიკული მხარის წარმომადგენლები იყვნენ ჩვენთან, გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ, რაც გამოვასწორეთ და მზად არიან ჩვენთან თანამშრმლობისთვის. ველოდოებით საზღვრების გახსნას იმისთვის, რომ მათი წარმომადგენელი ჩამოვიდეს და ჩვენთან იმუშაოს, გააკონტროლოს შეფუთვის ხარისხი და ა.შ. გარდა იმისა, რასაც ახლა ვაწარმოებთ, დაემატება ახალი მოდელებიც“ - განაცხადა სალომე ჭიტაძემ.