13.ოქტომბერი .2021 00:30

ემი ვაინჰაუსის ნივთების ღირებულება აუქციონზე სავარაუდოდ $2 მილიონს გაუტოლდება

ემი ვაინჰაუსის ნივთების ღირებულება აუქციონზე სავარაუდოდ $2 მილიონს გაუტოლდება
views 264
უკან

მსოფლიოში ცნობილი მომღერლის ემი ვაინჰაუსის ნივთები აუქციონზე გაიყიდება, მათ შორის არის კაბა, რომელიც მომღერალს ბოლო კონცერტზე ეცვა. ამის შესახებ ინფორმაციას FASHIONUNITED-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აუქციონი აშშ-ში, კერძოდ ბევერლი ჰილსზე 6 და 7 ნოემბერს გაიმართება, სადაც ლეგენდარული კაბის გარდა, წარმოდგენილი იქნება მომღერლის სხვა 800-მდე ნივთი: ფეხსაცმელები, შორტები, წიგნები და მუსიკალური ფირფიტები.

როგორც აუქციონის სახლი Julien’s-ი აღნიშნავს, ცნობილი მომღერლის ნივთების ჯამური ღირებულება 2 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო რაც შეეხება მის მოკლე კაბას, რომელიც მწვანე და შავ ფერშია წარმოდგენილი, მისი ფასი სავარაუდოდ 15,000-20,000 აშშ დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

შეგახსენებთ, რომ სოულის ცნობილი მომღერალი ემი ვაინჰაუსი 2011 წელს 27 წლის ასაკში ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების გამო მოიწამლა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.