19.მარტი .2020 14:05

ემიგრანტები შეძლებენ, ქართველი მედიკოსებისგან კითხვებზე პასუხები ონლაინ რეჟიმში მიიღონ

უკან

ემიგრანტები შეძლებენ ქართველი მედიკოსებისგან კითხვებზე პასუხები ონლაინ რეჟიმში მიიღონ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, საკონსულოები და საელჩოები ახერხებენ, სრულად აღრიცხონ ის ადამიანები, ვინც მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში ინფიცირებულია კორონავირუსით. გარდა ამისა, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ემიგრანტებს აქვთ ძალიან ბევრი კითხვა, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და ქვეყნებში შექმნილი კრისიზის გამო ამ კითხვებზე პასუხებს ვერ იღებენ.

სწორედ ამიტომ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, თბილისში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი და გამოიყოფა რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ ზუსტი პასუხები გასცეს ჩვენს მოქალაქეებს.

„ორგანიზაციულად როგორ მოხდება ეს, სწორედ ამ წუთებში ვმსჯელობთ. ჩვენი საკონსულოები და საელჩოები ინფორმაციას გამოაქვეყნებენ საკუთარ გვერდებზე და ემიგრანტებს ონლაინრეჟიმში ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ პასუხები ჩვენი სპეციალისტებისგან“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა