მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ემოჯიების" შერწყმა - რის საშუალებას აძლევს მომხმარებელს Google-ის ახალი ფუნქცია

5e4459901be36
თამთა ჯიჯავაძე
13.02.20 00:20
2868
Google-ი ახალ ფუნქციას ამატებს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს სხვადასხვა "ემოჯის" ერთმანეთთან შერწყმის შესაძლებლობა ეძლევა. მაგალითად, შესაძლებლობა იქნება, სიცილის „სმაილს“ დაუმატოთ სათვალიანი "ემოჯი", ან რობოტს ტირილის "ემოჯი" და მომტირალი რობოტი გამოვა და ა.შ. თუმცა, ყველა "ემოჯის" შერწყმა ვერ მოხერხდება.

ახალ ხელსაწყოს Emoji Kitchen-ი ჰქვია და ის „ანდროიდ“ სისტემისთვისაა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ techcrunch-ი წერს.

სხვადასხვა ემოჯის შეერთებით, მომხმარებელი იღებს ახალ ე.წ სტიკერს. ახალი ფუნქცია გამოჩნდება Gmail-ში, Messenger-ში, Snapchat-ში, Telegram-ში, WhatsApp-ში და ა.შ.