01.აპრილი .2021 22:15

ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს

ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს
views 531
უკან

ბრაზილიაში ჯანდაცვის მუშაკებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, ამის შესახებ DW წერს. გამოცემის ცნობით, ვირუსის ახალი სახეობა სამხრეთ აფრიკის მსგავსი ვარიანტია, თუმცა მოქალაქეს, რომელსაც მუტაციური ინფექცია აღმოაჩნდა, სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის ისტორია ან კონტაქტი არ ჰქონია.

ამასთან, ქვეყანა იანვრის შემდეგ ვირუსის კიდევ ერთ შიდა ვარიანტს ებრძვის, რომელსაც ადგილობრივმა მედიკოსებმა P1 უწოდეს.

„არსებობს შესაძლებლობა, რომ ვირუსის კიდევ ერთი, ახალი მუტაცია ჩვენი P1–ის ევოლუციაა“, - განმარტა საზოგადოებრივი ბიოსამედიცინო ინსტიტუტის პრეზიდენტმა დიმას კოვასმა.

როგორც ცნობილია, Pfizer-ის, Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინები ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია.