იმპორტიორების ნაწილი საქართველოში ქათმის ხორცის დეფიციტს პროგნოზირებს. 20 ოქტომბრიდან ძალაში შედის ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ბიზნესს სხვადასხვა ვალდებულებას აკისრებს.
კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, იმპორტირებული ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი. საბაჟო კონტროლის პროცედურების გავლისას, იგივე დოკუმენტი შეიძლება წარმოდგენილი იქნას ვეტერინარული სერტიფიკატის სახითაც, ხოლო მასში მითითებულ გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში, წყლის საერთო რაოდენობა უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 5%-ისა.
ყველაზე პრობლემური ბოლო ჩანაწერია, რომლის მიხედვითაც გაყინულ ხორცში წყლის შემცველობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. იმპორტიორები ამბობენ, რომ აღნიშნულ დოკუმენტს მათი უცხოელი პარტნიორები ვერ აწვდიან, მათ შორის ისეთი ქვეყნიდანაც კი როგორიც აშშ-ია. ქათმის ხორცის იმპორტიორი აცხადებს, რომ მათ მომწოდებლებს მსგავსი დოკუმენტის შაბლონი უბრალოდ არ გააჩნიათ, დამატებითი დოკუმენტაციის მომზადება კი მცირე რაოდენობის ხორცის რეალიზაციისას უბრალოდ არ უღირთ.
“თუ ეს კანონი დაკანონდება და 20 ოქტომბრიდან ძალაში შევა, ჩვენ აქტიურად ვეღარ შემოვიტანთ იმ ტვირთებს, რომლებიც შემოგვქონდა 1 ან 2 თვის წინ, შესაბამისად, იქნება დეფიციტი და გაჭირვებულ მოსახლეობას კიდევ უფრო წნეხად დააწვება, რადგან ფასები გაიზრდება”,- აცხადებს იმპორტიორი კომპანიის “ჰიუმ ინტერნეიშენალის” ხელმძღვანელი სულხან ბოგველი.
ახალი მოთხოვნები ფრინველის ხორცის იმპორტიორებისთვის თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, რეგულაციების ძალაში შესვლა მთავრობამ 20 ოქტომბრამდე გადააავადა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი კოვიდ ინფექცია და ფრინველის ხორცის დეფიციტის თავიდან აცილება იყო. დღეს იმპორტიორების ნაწილი ხელისუფლებისგან ახალი წესების ამოქმედების კიდევ ერთხელ გადავადებას ითხოვს, რათა მათ რეგულაციებზე მორგება შეძლონ.
“იქნებ შევძლოთ, რომ გადავავადოთ საახალწლო პერიოდში მაინც, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იაფ პროდუქციასთან წვდომა”,- აცხადებს იმპორტიორი.
საკითხზე შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც გაიმართა, თუმცა, უწყებაში განმარტავენ, რომ გაყინული ხორცის შემოტანაზე დროებით შეჩერებული რეგულაციების გადავადებას აღარ გეგმავენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ