29.დეკემბერი .2019 13:10

ენერგეტიკასთან დაკავშირებული რა კანონები მიიღო პარლამენტმა და რაა მოსასწრები წლის ბოლომდე

views 443
უკან

2019 წელს პარლამენტმა ენერგეტიკასთან დაკავშირებული 2 კანონი დაამტკიცა. galt&taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, მიღებული კანონებიდან ერთ-ერთია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონი, რომელიც ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროცესის წარმართვისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ხოლო მეორეა - კანონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს განახლებადი ენერგიის მიზნობრივ მაჩვენებლებსა და მათი მიღწევის მექანიზმებსა და ვადებს.


„კანონები განსაზღვრავს მომავალი ბაზრის ზოგად ჩარჩოს და იძლევა მითითებებს გარდამავალი პერიოდისთვის. კანონებით გათვალისწინებულ ცვლილებათა შორისაა: განაწილებისა და გადაცემის საქმიანობების გამიჯვნა, ბაზრის ახალი მოთამაშეების ჩამოყალიბება (მაგ. ელექტროენერგიის მიმწოდებლები, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლები), უბალანსობის მოგვარების მექანიზმის შემოღება, განახლებადი ენერგიის წახალისების მექანიზმების განსაზღვრა და ა.შ.  აღნიშნული კანონები ასევე ადგენენ ვადებს და პასუხისმგებელ ორგანოებს მეორადი კანონმდებლობის მისაღებად, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ ბაზრის ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები და მათი განხორციელების სამოქმედო გეგმები. რაც მთავარია, დონორი ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობენ და ეხმარებიან საქართველოს ამ გარდამავალ პროცესში“, - ნათქვამია "გალტ ენდ ტაგარტის" მიმოხილვაში.

რაც შეეხება ვადებს იმ დოკუმენტების მისაღებად, რომელიც უკვე მიღებული კანონების ფარგლებში 2020-შია გათვალიწინებული. ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მარტ-აპრილამდე უნდა იქნას მიღებული დოკუმენტები ენერგეტიკული ბაზრის კონცეფციის, ასევე დისტრიბუციის/გადაცემის სისტემის ოპერატორების სერტიფიცირები წესი. ამავე წლის ივლისში უნდა იქნას მიღებული დოკუმენტი ბაზრის წესების, ასევე უნივერსალური მიმწოდებლის ავტორიზაციის წესების შესახებ.

2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა იქნას მიღებული დოკუმენტები უნივერსალური მიმწოდებლის სერტიფიცირების, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის სერტიფიცირების, გადამცემი/გატარების ოპერატორების განცალკევების შესახებ, ხოლო 2021 წლიდან უნდა განხორციელდეს რეფორმის გარდამავალი პერიოდი.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ბოლომდე მისაღებ კანონებს, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებების მიხედვით 2019 წლის ბოლომდე კიდევ სამი კანონია მისაღები.

ამჟამად სამივე კანონპროექტი განიხილება პარლამენტში. ესენია: 1. კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, რომელიც ადგენს ქვეყნის სამიზნე მაჩვენებლებსა და მისი მიღწევის მექანიზმებს; 2. კანონი შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო ნორმების გამკაცრებას 2020 წლის განმავლობაში და საჯარიმო სანქციების შემოღებას 2021 წლიდან; 3. კანონი ენერგოეტიკეტირების შესახებ, რომელიც ავალდებულებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველა გამყიდველს გასაყიდი პროდუქტის  ეტიკეტზე ენერგომოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დატანას.

"ინფორმაციის სია და ფორმა განისაზღვრება 2020 წლის განმავლობაში, ხოლო ნორმის არშესრულების შემთხვევაში საჯარიმო სანქციები შემოვა 2021 წლიდან. ამასთან, კანონპროექტებში აღნიშნული, ვადები ,შესაძლოა შეიცვალოს მისი განხილვისა და დამტკიცების პროცესში", - წერია მიმოხილვაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა