მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკის დარგის გამოწვევები პანდემიის ფონზე - სემეკის წევრის განმარტება

5efe15d990f1e
ნუცა ბაზლიძე
02.07.20 22:00
1013
სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში კორონავირუსის ფონზე ენერგეტიკის დარგის გამოწვევებზე ისაუბრა და შეეხო იმ საკითხს, რომ ელექტროენერგიის მოხმარება 30%-40%-ით შემცირდა.

მისი განმარტებით, პანდემიამდე საკითხისადმი განსხვავებული მოლოდინი იყო, ვინაიდან მოხმარება წლიდან წლამდე იზრდებოდა, რაც, სემეკის წევრის თქმით, გარკვეულწილად, ენერგეტიკოსებისთვის გამოწვევებს ქმნიდა, მაგრამ ამავე დროს, ბიზნესის განვითარების სიგნალების მოწოდების თვალსაზრისით, შესაძლებლობას წარმოადგენდა.

„ახლა სიტუაცია შეიცვალა და გადავედით მეორე, მოხმარების შემცირების რეჟიმზე. ამან ენერგოკომპანიებს სირთულეები შეუქმნა, რადგან კომპანიები წინასწარ ყიდულობენ ელექტროენერგიას და შემდეგ ახდენენ მის რეალიზებას, შესაბამისად, მათი შემოსავლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შემცირდება“, - აღნიშნავს მაია მელიქიძე.

მიუხედავად ამისა, სემეკის წევრი დასძენს, რომ მათი მოლოდინის მიხედვით, სიტუაცია შეიცვლება, ვინაიდან მისივე განმარტებით, შეიქმნა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ამ ეტაპზე, სატესტო რეჟიმით იმუშავებს.

„მივიჩნევთ, რომ აბსოლუტურად გვეცვლება მოცემული რეალობა, გადავდივართ თავისუფალი ბაზრის რეჟიმზე, ბაზარს ვხსნით; ეს არის ევროპული სტანდარტები და კავკასიის რეგიონში მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა“, - აღნიშნავს მაია მელიქიძე.