მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზს პასუხობს

60cdbb36ee331
BM.GE
19.06.21 13:37
629
ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორი მაკა ფარცვანია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზს პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებების აბსოლუტური უმრავლესობა არ უზღუდავს კომპანიას ელექტროენერგია გაიტანოს ექსპორტზე იმ თვეებში, რომლებზეც არ ვრცელდება ესკოს შესყიდვის ვალდებულება.

კომპანია ელექტროენერგიის ექსპორტს განახორციელებს ხელშეკრულებისა და „საქართველოს კანონმდებლობის“ შესაბამისად.

ხელშეკრულება არ ანიჭებს კომპანიას ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელების უპირობო უფლებას.
ექსპორტი ხორციელდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით დადგენილი მოცულობების ფარგლებში და პერიოდში.

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსი მტკიცდება სამინისტროს მიერ და მასში წინასწარ არის გათვალისწინებული ექსპორტის შესაძლო მოცულობები.

ელექტროენერგიის ექსპორტისას კომპანია შესაბამისი განცხადებით მიმართავს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ასევე, შესაძლებელია მოცულობის ხელმისაწვდომი ნაწილის სპეციალური აუქციონის გზით განაწილება.

თუ წარმოიშვა დეფიციტის რეალური საფრთხე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, სისტემის საჭიროებიდან გამომდინარე, არ გაითვალისწინოს ექსპორტიორის განაცხადი და შეამციროს ან საერთოდ უარი თქვას ექსპორტზე.

ნამახვანის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ხელშეკრულების დადებას (TDA - Transmission and Dispatch Agreement), რომელიც კომპანიას ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის პრიორიტეტს მიანიჭებდა.

დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, სისტემის საჭიროების გათვალისწინებით, უარი უთხრას ნებისმიერ ექსპორტიორს ექსპორტის განხორციელებაზე.

დეტალებისთვის გთხოვთ, წაიკითხოთ ხელშეკრულების 3.2.2 პუნქტი (გვ. 30): 
„მთავრობა“ თავისი კომპეტენციის ფარგლებში და „საქართველოს კანონმდებლობის“ შესაბამისად, „კომპანიას“ „ვადის“ განმავლობაში ანიჭებს უფლებამოსილებას:

(c) განახორციელოს თითოეული „სადგურის“ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მთლიანი მოცულობის და ელექტროსიმძლავრის ექსპორტი ნებისმიერ დროს (გარდა შესაბამისი “PPA პერიოდისა“) იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი „სადგურის“ „კომერციული ოპერირების თარიღიდან“ პირველი თხუთმეტი (15) წლის შემდეგ „კომპანიას“ ექნება უფლება ნებისმიერ დროს განახორციელოს ასეთი „სადგურის“ მიერ წარმოებული სრული მოცულობის ელექტროენერგია და ელექტროსიმძლავრის ექსპორტი;
და „კომპანია“ ვალდებულია გამოიყენოს ასეთი უფლებები წინამდებარე ხელშეკრულებისა და „საქართველოს კანონმდებლობის“ შესაბამისად.

ხელშეკრულებით კომპანიას ენიჭება უფლებამოსილება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების 15-წლიან პერიოდში დარჩენილი 4 თვის განმავლობაში (ე.წ. არა-PPA პერიოდში), აგრეთვე, 15-წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, წლის ნებისმიერ დროს, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გაიტანოს ექსპორტზე. ზოგადად, მთავრობის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების აბსოლუტური უმრავლესობა არ უზღუდავს კომპანიას ელექტროენერგია გაიტანოს ექსპორტზე, იმ თვეებში, რომლებზეც არ ვრცელდება ესკოს შესყიდვის ვალდებულება.

ნამახვანის ხელშეკრულების შემთხვევაშიც, არა-PPA პერიოდში (4 თვე), აგრეთვე 15-წლიანი ვადის გასცვლის შემდეგ, კომპანია არ არის შეზღუდული განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს გამომუშავებული ელექტროენერგიის უპირობო უფლებას ექსპორტის განხორციელებაზე. ელექტროენერგიის ექსპორტთან დაკავშირებული პირობები და წესები რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით, რაც გულისხმობს, სწორედ ამ წესების გათვალისწინებით ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელებას.

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების თანახმად ელექტროენერგიის როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი ხორციელდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით დადგენილი მოცულობების ფარგლებში და პერიოდში. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მომდევნო წლის საპროგნოზო ბალანსს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, არა უგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 20 ნოემბრისა, მიღებული განაცხადებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წინა წლის ფაქტობრივი ბალანსის გათვალისწინებით, ამუშავებს და უგზავნის სამინისტროს დასამტკიცებლად, სამინისტრო, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსს ამტკიცებს არა უგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა. ანუ, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსი მტკიცდება სამინისტროს მიერ და მასში წინასწარ არის გათვალისწინებული ექსპორტის შესაძლო მოცულობები. (ბაზრის წესების მუხლი 30, მე-2 და მე-3 პუნქები). რაც შეეხება ავარიულ სიტუაციებს, ამ დროს ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში გათვალისწინების გარეშე.
ასევე, ბაზრის წესები ადგენს წესს, თუ როგორ ხორციელდება ელექტროენერგიის ექსპორტი. კერძოდ, კომპანია, რომელსაც სურს ექსპორტის განხორციელება, შესაბამისი განცხადებით მიმართავს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დადგენილი წესისა და მოთხოვნების დაცვით, ასევე, შესაძლებელია მოცულობის ხელმისაწვდომი ნაწილის სპეციალური აუქციონის გზით განაწილება. აუქციონის წესი და პირობები ასევე მოცემულია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში. თუმცა მხოლოდ განაცხადით და მხოლოდ ელექტროენერგიის სიჭარბის დროს არის შესაძლებელი ექსპორტი, რაც გათვალისწინებულია საპროგნოზო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით.

მიუხედავად განაცხადის არსებობისა და დისპეტჩერის მხრიდან მზაობისა ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანისა, თუ წარმოიშვა დეფიციტის რეალური საფრთხე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი უფლებამოსილია, სისტემის საჭიროებიდან გამოდინარე, არ გაითვალისწინოს ექსპორტიორის განაცხადი და შეამციროს ან საერთოდ უარი თქვას ექსპორტზე. (ბაზრის წესების 141 მუხლის მე-2 პუნქტი).
თუ დისპეტჩერის ლიცენზიანტს მიმართა რამდენიმე ექსპორტიორმა, შესაბამისად ელექტროენერგიის ბაზრის (სიმძლავრის) წესებით დადგენილია საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილება განხორციელდება პრიორიტეტულობის გათვალისწინებით და წესით (ბაზრის წესების 144 მუხლის მე-3 პუნქტი). პრიორიტეტულობა ენიჭება საქართველოში 2010 წლის შემდეგ აშენებული, განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის) მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტს, თუ ასეთი ელექტროენერგიის ექსპორტისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან გაფორმებულია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით გათვალისწინებული მრავალწლიანი ხელშეკრულება. (ბაზრის წესების 1412 მუხლი). სხვა პროექტებისგან განსხვავებით, ნამახვანის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ხელშეკრულების დადებას (TDA - Transmission and Dispatch Agreement), რომელიც კომპანიას ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის პრიორიტეტს მიანიჭებდა.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ხელშეკრულება არ ანიჭებს კომპანიას ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელების უპირობო უფლებას. კომპანიის მიერ ნებადართულ პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით გათვალისწინებული წესებით და პირობებით და მოითხოვს კომპანიის მიერ საექსპორტოდ ნებადართული მოცულობით სარგებლობის უფლების მოპოვებას.

ამასთან, ქვეყანაში არსებული დეფიციტის ან იმ შემთხვევაში თუ შიდა რესურსების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსთან შედარებით სიმცირის (დეფიციტის), ან ასეთის სიმცირის (დეფიციტის) რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, სისტემის საჭიროების გათვალისწინებით, უარი უთხრას ნებისმიერ ექსპორტიორს ექსპორტის განხორციელებაზე".

NS