მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენერგეტიკის სამინისტრო უნდა აღდგეს“ - ვინ შეიძლება იყოს მინისტრი?

60b8c1bdc5333
თელარა გელანტია
03.06.21 17:44
2506
„ენერგეტიკის სამინისტრო ქამრების შემოჭერის პოლიტიკას ემსხვერპლა“, - ასე ფიქრობს კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა, საჭიროა, 2019 წელს გაუქმებული ენერგეტიკის სამინისტრო აღდგეს. „იმ გამოწვევებზე პასუხი, რაც დღეს ენერგეტიკის სექტორშია, შეიძლება იყოს მეტი ჩართულობა და მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ასევე, გეტყვით, რომ ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება ჩემთვის ძალიან ცუდი ინფორმაცია იყო“, - აღნიშნა ინვესტორმა.

- ბატონო ლაშა, რა დააკლდა სექტორს ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებით? დარგმა პრიორიტეტულობა დაკარგა?

- ენერგეტიკის სამინისტრო ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკას ემსხვერპლა.

- დღეს რას შეცვლიდა სამინისტროს არსებობა?

- ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა ასეულობით ადამიანი... ამდენად, ვფიქრობ, უფრო მეტი რესურსი იქნებოდა გამოყოფილი იმ სივრცის, სიცარიელის ამოსავსებად, რომელიც დღესაა და რაც ქმნის პრობლემებს.

- ანუ ფიქრობთ, რომ დღეს ეკონომიკის სამინისტრო სათანადოდ ვერ იცლის ენერგეტიკისთვის?

- ყველაფერს რესურსი სჭირდება, ხომ?!

- თქვენ ამბობთ, რომ პრიორიტეტი არაა ენერგეტიკა?

- რა ვთქვი გაუგებრად... დღეს ეკონომიკის სამინისტრო არის უწყება, სადაც არის ენერგეტიკის დეპარტამენტი და ადრე იყო ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც მოიცავდა საინვესტიციო, სამშენებლო დეპარტამენტებს სხვა მნიშვნელოვან რგოლებს...

- ანუ ფიქრობთ, რომ ყურადღება დააკლდა ენერგეტიკის სექტორს?

- ფაქტია. ცოტა შესუსტდა ყურადღება.

- „ოცნების“ მთავრობამ წელს კულტურის სამინისტრო აღადგინა - კულტურის სფერომ მოითხოვაო -  ენერგეტიკის დარგიც ხომ არ აპირებს ამ საკითხის დაყენებას?

- დიდი ხანია ვითხოვთ, მაგრამ "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა..."

- ისე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ოპტიმიზმს არ გმატებთ?

- ეკონომიკის მინისტრი ენერგეტიკის დარგიდანაა მოსული. ჩვენთვის ძვირფასი ადამიანია და სუბიექტური ვიქნები მის შეფასებაში...

- თუმცა მაინც ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის საჭიროებას ხედავთ...

- რა თქმა უნდა... და თუნდაც ნათია თურნავას ენერგეტიკის სამინისტროს სათავეში.