მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკის სექტორში არსებულ პრობლემებს უკვე 10 წელია ვებრძვით“ - კომპანია „ფერი“

60ba5472ee799
თელარა გელანტია
06.06.21 10:10
992
„ნამახვანჰესის“ თემით გახდა ცნობილი, რომ თურმე ენერგეტიკის სექტორში პრობლემებია, არადა უკვე 10 წელია დარგში არსებულ პრობლემებს ვებრძვით“, - ეს განცხადება კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა bm.ge-ისთან ინტერვიუში გააკეთა.

ლაშა იორდანიშვილი ფიქრობს, რომ ენერგეტიკის #1 პრობლემა დეზინფორმაციის და სიცრუის ტირაჟირებაა.

ინვესტორის აზრით, ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდილი დეფიციტის ფონზე, „ნამახვანჰესის“ მსგავსი კაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურების აშენება ძალიან მნიშვნელოვანია.

„თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის ბევრ დეტალში შევიდე, მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ, რაც ელემენტარულია და ხელის გულზე დევს. ჩვენს კომპანიას არცერთხელ არ აუშენებია კაშხლიანი ჰესები და განა იმიტომ, რომ ცუდია ან სირცხვილია - არა, უბრალოდ ამის გამოცდილება არ გვაქვს და ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით. ჩვენი კომპანიის გადმოსახედიდან ვიტყვი იმასაც, რომ თუ „ნამახვანჰესი“ არ აშენდება, მე მოგებული დავრჩები, რადგან ჩემი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უფრო მოთხოვნადი იქნება, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება მსგავსი მასშტაბის გენერაციის ობიექტები?! რა ვუყოთ იმას, რომ გაზრდილი ენერგომოხმარებს პასუხი ახალი გენერაციის ობიექტებით უნდა გავცეთ?! ამიტომ ნამახვანის მსგავსი სადგურები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვიდრე მოდინებაზე არსებული ჰესები, რადგან საქართველოს ენერგოდეფიციტი უკვე ძალიან გაზრდილია და თუ ადრე დეფიციტი იწყებოდა ოქტომბერში და მთავრდებოდა მარტში, ახლა უკვე ივლისში იწყება და მთავრდება აპრილში. ჩათვალეთ, რომ მხოლოდ ორი თვე გვაქვს, როცა შეგვიძლია ელექტროენერგია ექსპორტზე გავიტანოთ და თან ეს დღეს, როცა პანდემიაა ქვეყანაში - ტურისტები ნაკლებია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძველი დატვირთვით არ მუშაობს, სასტუმოების დატვირთულობის კოეფიციენტი დაბალია და ა.შ.“, - განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.