მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკოსი ელექტროენერგიის იმპორტზე: $80-100 მილიონს ვისვრით სხვის ეკონომიკაში

5da83c80c3e54
თათია ჩაფიჩაძე
17.10.19 14:10
1134
"უნდა ავაშენოთ ყველაფერი, რაც ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებულია", - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა გია არაბიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, მცირე ჰესების აშენება ელექტროენერგიის მოხმარების ზრდით წარმოქმნილ პრობლემას ვერ გადაწყვეტს.

"5 მგვტ-იანი სადგური ჩვენ სერიოზულ პრობლემას ვერ მოგვიხსნის, ჩვენი გამომუშავების მაქსიმუმი არის 10 მლრდ კვტ.სთ, მოხმარება გავიდა 13 მლრდ-ზე, ანუ ყოველწლიურად დაახლოებით 2 მლრდ კვტ.სთის ელექტროენერგიის ყიდვა გვჭირდება, რაც დაახლოებით 80–100 მლნ დოლარია, რომელსაც სხვის ეკონომიკაში ვისვრით, ამიტომ გლობალურად ვსვამ საკითხს, რომ აუცილებელია ჩვენი გენერაციის ობიექტების გაკეთება.

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს მიაჩნია, რომ შესაძლებლობების ფარგლებში გენერაციის ობიექტების მაქსიმუმი უნდა ავაშენოთ და ძალიან ცუდია, როცა ივნის-აგვისტოში, წინა წლების მსგავსად, ელექტროენერგიის ექსპორტს ვეღარ ვახერხებთ - პირიქით, ელექტროენერგიას ვყიდულობთ კიდეც.

მეორე პრობლემაა იგივე „ნენსკრა“ და „ხუდონი“, რომელიც ძალიან მძიმედ გაიწელა. ჩვენი დღევანდელი ტარიფი ძირითადად მაინც ენგურზე ჰკიდია. ენგური რომ გააჩერო, ან უნდა იყიდო სხვა წყარო, რომელიც ძვირია, ან თბოელექტროსადგურები ამუშაო გაზზე, რაც ასევე ძალიან ძვირია… რაც უფრო დავაგვიანებთ ნებისმიერი სადგურის აშენებას, მით უფრო მეტი პრობლემა შეიქმნება ქვეყანაში, ამიტომ დევიზია, რომ უნდა ავაშენოთ ყველაფერი, რაც ეკონომიკურად და ეკოლოგიურად არის გამართლებული“, - განაცხადა გია არაბიძემ.