მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკოსი: ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ენერგეტიკაში ყველაფერი თავიდან არის დასაწყები

5de92bc757f2e
BM.GE
06.12.19 09:50
1365
ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო უნდა აღდგეს.

როგორც მან ამ თემაზე BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, სამინისტროს გაუქმება არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ქვეყანაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა შეაფერხა.

„სამწუხაროდ, სურვილი არის, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ ხვალ, ზეგ ან მაზეგ ჩვენ ნიჩაბს მოვკიდოთ ხელი და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დავიწყოთ, ჯერჯერობით არ არის. პირველი და მთავარი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების პრობლემებია, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით; მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა საზოგადოებრივი აზრი გახლავთ და მისი მზადყოფნა ამ მშენებლობებისთვის.

მესამე და ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად კი მიმაჩნია ის, რომ ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებამ გარკვეულწილად დაამუხრუჭა ახალი მშენებლობები. ამ სამი კომპონენტიდან გამომდინარე, პრობლემატურია დღეს და მე ვერ ვხედავ ხვალ და ზეგ, რომ სერიოზული გარდატეხა შევიტანოთ ჩვენი გენერაციის წყაროებში. სურვილი არის, მაგრამ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ყველაფერი თავიდან არის დასაწყები და გასავლელი“, - განაცხადა გია არაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო 2017 წელს, მთავრობის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში გაუქმდა და მისი ფუნქციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეითავსა.