მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკოსს "თელასის" აქციების გასხვისების პროცესზე კითხვები აქვს

5f5f7cf5951ec
სალომე მეცხვარიშვილი
14.09.20 19:00
1115
არასამთავრობო ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება-საქართველოსთვის” ხელმძღვანელს მურმან მარგველაშვილს “თელასის” აქციების გასხვისებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რომელიც გარიგების ღირებულებას ეხება.

საქმე იმაშია, რომ კომპანიის წილი ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ "ბესტ ენერჯი გრუპმა" 32.4 მილიონ ლარად შეიძინა. საჯარო აუქციონში კომპანიის საწყისი ფასიც თითქმის ამდენივე იყო - $10.5 მილიონი. აუქციონში ერთადერთი კომპანია მონაწილეობდა.

ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილს კითხვები არ მოსწონს ის, რომ აუქციონი კონკურენციის გარეშე ჩატარდა და მასში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

“ის, რომ სახელმწიფო აღარ არის "თელასის" აქციების მფლობელი, ალბათ საგანგაშო არ არის, რადგან სახელმწიფო "ენერგო პროში" მსგავს აქციებს არ ფლობს. მთავარი არის რეგულირება და წესები იყოს გამჭვირვალე და უბიძგებდეს კომპანიებს კონკურენციისკენ. ფასი უნდა დგინდებოდეს კონკურენტულ ბაზარზე, რადგან ეს ასე არ ყოფილა, სწორედ ეს არის კითხვის ნიშნის გამჩენი - რამდენად სამართლიანი იყო ფასი, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ არაკონკურენტული გაყიდვა მოხდა”,- აცხადებს მურმან მარგველაშვილი.