მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკულ სექტორში კიბერუსაფრთხოების მმართველობის გაუმჯობესების შესახებ სემინარი იმართება

62559cc4bb8c2
თელარა გელანტია
13.04.22 10:15
844
დღეს, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში კიბერუსაფრთხოების მმართველობითი მოდელის თაობაზე სემინარს მართავს.

ღონისძიება „შერატონ მეტეხი პალასში“ 15:00 სთ-ზე დაიწყება.

შეხვედრას USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გიორგი ფანგანი და საქართველოს ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი პირველი დაესწრებიან.

„ღონისძიება საშუალებას მისცემს დარგის ექსპერტებს, მარეგულირებელ და სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებს ესაუბრონ კიბერუსაფრთხოების ექსპერტებს და გაეცნონ კიბერუსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკას ენერგეტიკის სექტორში.

მონაწილეები ჩაერთვებიან კიბერუსაფრთხოების მდგრადი და გამართულად ფუნქციონირებადი მმართველობითი მოდელის განსაზღვრაში, რაც მნიშვნელოვანია უფრო მედეგი ენერგეტიკული სექტორის განვითარებისათვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.