მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟა მილიონი ევროს პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს

613094286fde5
შოთა ტყეშელაშვილი
02.09.21 20:30
872
საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება 2021 წლის 1 ივლისს იგეგმებოდა, თუმცა მისი ამოქმედება 2022 წლის იანვრამდე გადაიდო.

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია, რომლითაც ენერგეტიკული ბირჟა 1,149,000 ევროდ (4,230,273 ლარად) ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს, რომლითაც დღით ადრე და დღიური ვაჭრობის ენერგეტიკული გარიგებები დაიდება.

ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას ენერგეტიკული ბირჟა კომპანია Nord Pool-ისგან ყიდულობს, რომელიც სკანდინავიასა და ბალტიისპირეთში ელექტროენერგიის გადამცემი კომპანიების მიერ დაფუძნებული სავაჭრო სისტემაა.

“მომსახურების შეთანხმების ფარგლებში Nord Pool-ი შემდეგი მომსახურებების გაწევას უზრუნველყოფს:

• აუქციონის API მხარდაჭერის საფასური უფასოდ (ამ მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში);
• ანგარიშსწორების (CASS) API კავშირის მხარდაჭერის საფასური უფასოდ (ამ მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში);
• სატესტო რეჟიმის სივრცეს ტრენინგების მიზნებისთვის, როგორც ეს დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერირების ხელშეკრულებაში გაიწერება.

მომსახურების შეთანხმების ჯამური სავარაუდო ღირებულება 1,125,000.00 ევროს შეადგენს, მათ შორის:

• ოპერირების პირველ წელს - 275 000 ევროს;
• ოპერირების მე-2 წელს - 425 000 ევროს;
• ოპერირების მე-3 წელს - 425 000 ევროს,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა მიმდინარეობს, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აიღო. ენერგეტიკული ბირჟა, ასევე განაწილების და მიწოდების სფეროებში საქმიანობების გამიჯვნა ამ რეფორმის ნაწილია.

ბირჟის სრულყოფილად ამოქმედების შემდეგ, ელექტროენერგიის ფასი თავისუფალი ვაჭრობით დადგინდება.