რამდენჯერმე გადავადების შემდეგ ენერგეტიკული ბირჟა საქართველოში პირველი სექტემბრიდან ოფიციალურად უნდა ამოქმედდეს. სწორედ შემოდგომაზე დასრულდება სატესტო რეჟიმი, რომელიც ენერგეტიკულ ბირჟაზე 2021 წლის ნოემბრიდან მოქმედებს.
ენერგეტიკული ბირჟა ეს არის ადგილი, სადაც საბითუმო დენის ტარიფებს თავისუფალი ბაზარი განსაზღვრავს და არა მარეგულირებელი კომისია - სემეკი. მასში ჩართული არიან როგორც ელექტროენერგიის მიმწოდებლები, ასევე მომხმარებლები - ამ შემთხვევაში იგულისხმებიან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები, მსხვილი საწარმოები, რომლებიც ელექტროენერგიას პირდაპირ ენერგეტიკულ ბირჟაზე იყიდიან, სადაც ტარიფები ყოველდღიურად დადგინდება.
ბირჟის ხელმძღვანელი ირინა მილორავა ამბობს, რომ მხარეები მზად არიან, ელექტროენერგიით დღით ადრე ვაჭრობისთვის და ოფიციალურად ბირჟის გაშვება აღარ გადავადდება.
“2021 წლის ნოემბრიდან ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს სატესტო სავაჭრო სესიები. ბაზრის მონაწილეებს, რომლებიც ვაჭრობენ, დღეს პრაქტიკულად მთელი ციკლის დანახვა შეუძლიათ - დაწყებული განაცხადის განთავსებიდან, დასრულებული ვაჭრობის შედეგების მიღებით, ინვოისის გამოწერით, ერთადერთი, რაც არ ხდება, ფინანსური ანგარიშსწორებაა.
მზადყოფნაში არიან ბაზრის ის მონაწილეებიც, რომლებსაც ეკისრებათ ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება: ასეთები არიან უნივერსალური მიმწოდებლები, ასეთია ესკო, გარანტირებული ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდული ელექტროენერგიის ნაწილში, ასეთები არიან ქსელური ოპერატორები, რომლებიც დანაკარგების მიზნით ყიდულობენ ელ. ენერგიას - ისინიც მზად არიან, უკვე ვხედავთ, რომ სწორ სტრატეგიებს აყალიბებენ. მზად ვართ, რომ ბირჟა გაიხსნას 1 სექტემბერს”, - აცხადებს ირინა მილორავა.
ბირჟაზე ელექტროენერგიის გაყიდვა პრაქტიკულად ყველა ელექტროსადგურს შეუძლია, თუმცა სავალდებულო წესით აქ ისეთი ობიექტები ივაჭრებიან, როგორებიცაა: ენგურჰესი, “ენერგო პრო ჯორჯიას” ჰესები და თბოსადგურები, ანუ ის ობიექტები, რომელთა ტარიფებსაც მარეგულირებელი ადგენს, თუმცა ზემოთჩამოთვლილი ენერგობიექტების ტარიფები შედარებით იაფია, ვიდრე ახალი ენერგო-ობიექტების, ამიტომ ისმის კითხვები, ხომ არ დასწევს ეს ფაქტორი დენის ფასს ისე, რომ ინვესტორებისთვის ამ ბაზარზე შემოსვლამ აზრი დაკარგოს? “განახლებადი ენერგიების ასოციაციაში” იმედოვნებენ, რომ მაგალითად, ენგურჰესი ბირჟაზე ძალიან დაბალი ფასით არ შევა და პრობლემას არ შექმნის.
“ჯერჯერობით, ენგურჰესს თავად სჭირდება დამატებითი სახსრები, რეაბილიტაციისთვის, აფხაზეთის პრობლემიდან გამომდინარე, აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, ენგური ბირჟაზე დაბალი ტარიფით არ შევა ხოლმე, შესაბამისად, ფასის დაბლა დაწევა არ მოხდება”, - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი აბრამიშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი