მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ისევ გადავადდა

630cf73c2e128
თამთა ჯიჯავაძე
29.08.22 21:25
1171
ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ისევ გადავადდა. შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა. ცვლილების მიხედვით, 2023 წლის 31 მარტამდე უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს დღით ადრე ბაზრის პლატფორმის, ასევე ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;
ბ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელდეს:
ბ.ა) საბალანსო ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;
ბ.ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, საბალანსო მომსახურების მომწოდებელი პირების რეგისტრაციის სისტემის ფორმირება და სათანადო რეესტრის ჩამოყალიბება;
ბ.გ) აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება;
გ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განხორციელდეს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზებისათვის საჭირო ინსტრუმენტების ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებსა და ბაზრის ოპერატორებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა.

ხოლო, 2023 წლის 31 მარტიდან უნდა განხორციელდეს:

ა) ბირჟის ოპერატორის მიერ:
ა.ა) დღით ადრე ბაზრის ოპერირება;
ა.ბ) დღით ადრე ბაზრის მონაწილეების რეგისტრაცია;
ა.გ) დღით ადრე და დღიური ბაზრებისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;
ბ) საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ:
ბ.ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება;
ბ.ბ) საბალანსო ბაზარზე საბალანსო ენერგიისა და საბალანსო რეზერვების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირისგან შესყიდვა;
ბ.გ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;
ბ.დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების გამწევი პირების რეესტრის მართვა;
გ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ − დაბალანსებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოება და განხორციელება კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
დ) ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის, მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევა.

3. 2023 წლის 30 ივნისამდე კი სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს:
ა) დღიური ბაზრის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;
ბ) დღიური ბაზრის ოპერატორის ლიცენზიის მისაღებად კომისიისათვის შესაბამისი განაცხადის წარდგენა.

4. არა უგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა, ბირჟის ოპერატორი ასევე უზრუნველყოფს დღიური ბაზრის პლატფორმის ოპერირებას", - აღნიშნულია დადგენილებაში

ცნობისთვის, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო. ის ჯერ 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 1 მარტამდე გადაიდო, თუმცა არც 1 მარტს ამოქმედებულა. ბოლოს რეფორმის დაწყება 2022 წლის სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა, ბოლო ცვლილების მიხედვით, ის კიდევ ერთხელ გადავადდა და 2023 წლის1 აპრილს უნდა ამოქმედდეს.

აღსანიშნავია, რომ ბირჟის სრულფასოვანი ფუნქციონირების კიდევ ერთხელ შესაძლო გადავადების შესახებ დაახლოებით ერთი კვირის წინ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც განაცხადა.

მანამდე კი, აგვისტოს დასაწყისში საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბ) დირექტორმა ირინა მილორავამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიტული ბირჟის ამოქმედება აღარ გადავადდებოდა.