საქართველო, კრიზისული პერიოდის მიუხედავად, ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმების განხორციელებას განაგრძობს, - ნათქვამია „ენერგეტიკული გაერთიანების“ ოფიციალურ რელიზში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მათივე განმარტებით, გასული წლის ბოლოს მესამე ენერგეტიკული პაკეტის შესაბამისად მიღებული ენერგეტიკის შესახებ კანონმდებლობის მიღების შემდეგ, საქართველომ აგრძელებს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი მეორადი საკანონმდებლო ბაზის დანერგვას შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, COVID-19 კრიზისთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად.
რელიზის თანახმად, საქართველოში ამოქმედდა ელექტროენერგეტიკული ბირჟა და დამტკიცდა ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია, რომელიც „ენერგეტიკული გაერთიანების“ სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა და ითვალისწინებს ქვეყანაში როგორც ორმხრივი, ისე ორგანიზებული ელექტროენერგიის ბაზრების ეტაპობრივ განვითარებას და, ასევე, გარდამავალ პერიოდში, ბაზრის სრულ გახსნამდე, სათანადო ღონისძიებების უზრუნველყოფას.
„ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს ენერგეტიკის რეფორმაზე მომუშავე გუნდს, რომელშიც შედიან სამინისტროს, მარეგულირებელი კომისიის და ბიზნესის წარმომადგენლები. დღევანდელი რთული პირობების მიუხედავად, მათ მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად დროულად მოამზადეს ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია. ეს უმთავრესი ნაბიჯია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარებისათვის“, - აცხადებს ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა