მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული პროექტების საინვესტიციო რისკებზე მთავრობა დღეს USAID-ის სემინარზე იმსჯელებს

61af702d95635
დავით ჯალაღონია
08.12.21 10:30
708
საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების შეფერხების მიზეზებზე დღეს, USAID-ის ორგანიზებით, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის მონაწილეობით, სემინარი გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, სემინარზე ენერგეტიკული პროექტების საინვესტიციო რისკებისა და მათი შერბილების გზებზე იმსჯელებენ, სადაც განხილული იქნება განახლებადი ენერგიების განვითარების ტენდენციები და დეზინფორმაციის რისკები, რაც პროექტების განვითარებას ხელს უშლის.

"ინვესტორების გამოხმაურება ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის მომავლის რეალიზებას, ქვეყნის განვითარებისათვის. შეხვედრის წარდგენის ნაწილი და მაღალი დონის დისკუსია გაიმართება ფიზიკურად შერატონ გრანდ მეტეხი პალასის, საკონფერენციო დარბაზში "შინო", ხოლო პრეზენტაციები გაგრძელდება ონლაინრეჟიმში. ღონისძიებას ონლაინ რეჟიმში გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა", - განმარტავენ ორგანიზატორები.

ღონისძიებაზე, ფიზიკურ რეჟიმში გაიმართება დისკუსიის პანელი, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დირექტორი ლევან ვეფხვაძე და USAIDის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში-ს ხელმძღვანელის მოადგილე ივანე პირველი მიიღებენ მონაწილეობას.

ჰიბრიდული ღონისძიება ასევე მოიცავს Woodrow Wilson International Center for Scholars-ის დეზინფორმაციის სპეციალისტის ნინა იანკოვიჩის და სხვა ადგილობრივი ექსპერტების პრეზენტაციებს.