მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგო-პრო ჯორჯიაში“ 20 ვაკანსიაა: ელექტრიკოსი - ანაზღაურება 1150 ლარი

6102706443d84
BM.GE
29.07.21 13:07
2886
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთის რეგიონში დასაქმების პროგრამას იწყებს, რომლის მიზანი მომსახურების ცენტრში ახალი კადრების მოზიდვა და დასაქმებაა. გამოცხადებული პროექტი შერჩეული პერსონალის გადამზადებასა და პროფესიული უნარების ამაღლებასაც ითვალისწინებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროგრამის ფარგლებში, მცხეთის მომსახურების ცენტრში ტექნიკოს-ელექტრიკოსის, ელექტრიკოსის და მორიგე ელექტრიკოსის 20 ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმდებიან შერჩეული კანდიდატები, რომლებსაც სასურველია ჰქონდეთ პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკაში, თუმცა ეს არ არის აუცილებელი მოთხოვნა. აგრეთვე საგულისხმოა, რომ სტაჟირების განმავლობაში, მომავალი თანამშრომლების გადამზადება მოხდება კომპანიის პროფესიონალი თანამშრომლების მიერ. პროექტის სპეციფიურობიდან გამომდინარე, სასურველია კანდიდატები მცხეთის ან მცხეთის მუნიციპალიტეტის არეალის მაცხოვრებლები იყვნენ.

ტექნიკოს-ელექტრიკოსის, ელექტრიკოსის პოზიციაზე სახელფასო ანაზღაურება 1150 ლარია (დარიცხული), ხოლო მორიგე ელექტრიკოსის პოზიციაზე, რომელიც 4 დღეში ერთხელ მორიგეობას გულისხმობს - 1000 ლარი (დარიცხული). ასევე კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით. შერჩეული კანდიდატები გაივლიან შესაბამის ანაზღაურებად სწავლებას კომპანიის საველე მომზადების ბაზაზე პრაქტიკოს ენერგეტიკოსებთან.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მობილური ტელეფონის ნომრებზე: 577351819; 577352020; 577350050. ასევე კანდიდატებმა გამოაგზავნონ თავიანთი რეზიუმეები ელექტრონულ მისამართზე: vacancy@energo-pro.ge.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამოქმედო არეალი ძირითადად საქართველოს რეგიონებს მოიცავს და სწორედ რეგიონებია ჩვენთვის კადრების მოზიდვისა და დასაქმების ძირითადი პრიორიტეტი. ამ მიზნით, არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ადგილებზე პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის კუთხით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ენერგეტიკის სპეციალობით და ამავე დროს, მათ ჩვენს დიდ კომპანიაში დასაქმების საშუალება მივცეთ. ჩვენ, შიდა გადამზადების კარგი ბაზა და გამოცდილება გვაქვს, რაც პროფესიული სტანდარტების განვითარების მყარ საფუძველს გვიქმნის“ - აღნიშნავს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მენეჯერი გიორგი ტრაპაიძე.