მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენერგო-პრომ“ ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურში ₾12.2 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

626fe2bb95d74
ვიქტორია მღებრიშვილი
02.05.22 18:26
1499
ჩეხურმა კომპანია „ენერგო პრომ“, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურზე რამდენიმე პროექტის განხორციელებისთვის ₾12.2 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა - ინფორმაციას ამის შესახებ „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ავრცელებს, რომელიც საქართველოში ჩეხური კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი სააქციო საზოგადოებაა.

კომპანიის ინფორმაციით, სს „ეპ ჯორჯია გენერაციას“ ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის ბიზნესმენების დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის დროს ჩეხმა ბიზნესმენაბმა კომპანიის საკუთრებაში არსებული ზაჰესის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერეს. კომპანიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს ელექტროსადგურის მართვის ფარი და სამანქანე დარბაზი დაათვალიერებინა, ჰესის გაშვების მოკლე ისტორია და მუშაობის ზოგადი პრინციპები გააცნო. აგრეთვე, სტუმრებს ინფორმაცია „ენერგო-პრო ჯგუფის“ საქართველოში საქმიანობის შესახებაც გაუზიარეს.

„ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურზე სს "ეპ ჯორჯია გენერაციამ" არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მათ შორის იყო ჰიდროაგრეგატი №6-ის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომელიც 2021 წლის დეკემბერში დასრულდა. პროექტის ჯამურმა ღირებულება 10 860 861 ლარი შეადგინა. ასევე, ზაჰესში დამონტაჟდა კაშხლის მონიტორინგის ავტომატური სისტემა. საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოები წამყვანმა საინჟინრო და საკონსულტაციო ჩეხურმა კომპანიამ VODNÍ DÍLA - TBD a.s.-მა შეასრულა. პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 1 400 000 ლარი შეადგინა. ასევე, 2022 წლის განმავლობაში, ზაჰესის ელექტროსადგურზე კომპანია გეგმავს 3 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას.

„ენერგო-პრო“ არის ერთერთი ყველაზე მსხვილი ჯგუფი, რომელიც უკვე 16 წელია ქართულ ენერგობაზარზე მოღვაწეობს და ევროკავშირის წევრ ქვეყანა ჩეხეთში, ქალაქ სვიტავში 1994 წელს არის დაფუძნებული.

ამ დროისთვის „ენერგო-პრო ჯგუფი“ საქართველოში სს „ეპ ჯორჯია გენერაციის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ჯიფაუერის“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ სახით არის წარმოდგენილი. აღნიშნული კოპანიების საქმიანობა ელექტროენერგიის გენერაციის, განაწილებისა და მიწოდების სფეროებს მოიცავს.

წლებია „ენერგო-პრო ჯგუფი“ იმ კომპანიების ათეულში შედის, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ახორციელებენ. ენერგო-პრო ჯგუფი ასევე ერთერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.