გლობალური პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გამო ენერგოკომპანიებს პრობლემები შეექმნა. როგორც bm.ge-ს სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა განუცხადა, მათ მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 30-40%-ით შემცირდა, რის გამოც სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.
„აპრილის დაზუსტებული მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ ოპერატიული ინფორმაციით, ორივე კომპანიაში (თელასი და ენერგო პრო ჯორჯია) ძალიან სერიოზული კლებაა. რაც შეეხება მარტს, "ენერგო პრო ჯორჯიას" ჰქონდა წინა წელთან შედარებით 100 მილიონზე დიდი შემცირება. 2019 წლის მარტის მოხმარება იყო 486 მილიონი, მიმდინარე წელს არის 370 მილიონი.
აპრილი ალბათ ბევრად უარესი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ მარტის პირველი ნაწილი ყველაფერი ფუნქციონირებდა, ხოლო აპრილში ყველაფერი დაიხურა.
ყველას აქვს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამ ენერგოკომპანიებს აქვთ ამოუწურავი რესურსი, პირიქით, გარკვეულად მოწყვლადები არიან ასეთი ფორსმაჟორული მდგომარეობისთვის. მათ არ აქვთ არანაირი დამატებითი შემოსავალი და მათ აქვთ ის ტარიფი, რომელიც დათვლილია კონკრეტულ მოხმარებაზე, რაც იყო წლების განავლობაში.
ეს მოხმარება გაქრა, აღარ არის ანუ ის შემოსავალი, რაც უნდა მიეღოთ, ვეღარ იღებენ. რეზერვი, როგორც ასეთი ამ კომპანიებს არ აქვთ, რეზერვი, რომ ჰქონდეთ ეს იმას ნიშნავს, რომ ტარიფი უნდა იყოს ძალიან მაღალი, რომ იმდენი თანხა ჰქონდეთ, რომ რეზერვები ჰქონდეთ.
ჩვენ არ გვინდა, რომ ტარიფი გვქონდეს მაღალი. გვინდა, რომ ელექტროენერგიის მიწოდება იყოს უწყვეტი და მესამე, გვინდა, რომ ყველა კომპანიას ჰქონდეს თანაბარი პირობები. ძალიან რთულია ამის მიღწევა, მითუმეტეს ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში“-განმარტავს გიორგი ფანგანი.
როგორც ენერგო-პრო ჯორჯიაში განგვიმარტეს, მათ შემთხვევაში ელექტეოენერგიის მოხმარების კლება მინიმალურია.
"2019 წლის მარტში ენერგო-პროს ყავდა 12 უმსხვილესი მომხმარებელი, რომელთა მოხმარება საერთო ჯამში დაახლოებით 406 722 720 კვტ სთიყო. ზუსტი მაჩვენებლები კი ასეთია:
2020 წელი თებერვალი- 361 900 420 კვტ.სთ.
1-25 მარტი- 343 646 868 კვტ.სთ
2019 წელი თებერვალი- 326 214 999 კვტ.სთ
1-31 მარტი- 305 683 748 კვტ.სთ.
2019 წელს ენერგო-პრო ასევე აწვდიდა ელექტროენერგიას 12 მსხვილ აბონენტს. რომლებიც ახლა აღარ არიან ჩვენი მომხმარებლები. მათი ჯამური მოხმარება იყო: თებერვალი - 412 880 014 კვტ.სთ; მარტი - 406 722 720 კვტ.სთ."-აცახდებენ კომპანიაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი