მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურისთვის“ - საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად

62949e2f114ea
BM.GE
30.05.22 14:50
1269
ელექტროენერგიის გაზრდილი ხარჯის საპასუხოდ, ბოლო პერიოდში ბიზნესი კომუნალური გადასახადების შემცირებისა და ბიზნესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, სულ უფრო მეტად ელექტროენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლას არჩევს. ამიტომაც არის, რომ ქვეყნის მასშტაბით მცირე, საშუალო თუ მსხვილი მეწარმეები მწვანე გამოსავლად მზის ელექტროსადგურებს ამონტაჟებენ.

ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ბანკმა“ ჯერ კიდევ გასულ წელს, კერძო სექტორს ეკო-მეგობრული პროდუქტი - მზის ელექტროსადგურებისთვის ენერგოკრედიტი შექმნა. ახალი შეთავაზება ბიზნესის კომუნალურ ხარჯებს ამცირებს და ამავე დროს, გარემოზე ზრუნვის შესაძლებლობას აძლევს. შემცირებული ხარჯით კი მენეჯმენტს, კომპანიის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტ პირობას უქმნის. „საქართველოს ბანკში“ აღნიშნავენ, რომ თანხებს, რაც ბიზნესს წლების განმავლობაში ელექტროენერგიაში უნდა დაეხარჯათ, კომპანიის საჭიროებისთვის მიმართავენ, ეს კი ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

„საქართველოს ბანკის“ ეკო-მეგობრულ პროდუქტს დღეს უკვე არაერთი ბენეფიციარი ჰყავს. BM.GE-მ გადაწყვიტა ენერგოკრედიტის ეფექტიანობის შესახებ თავად ბიზნესისთვის ეკითხა.

ენერგო ეფექტური აგურის ქართულმა საწარმო „მეტეხის კერამიკამ“ წარმოებაში, კომუნალური ხარჯების დაზოგვის და ბიზნესის განვითარების პროცესში, ენერგოეფექტური გადაწყვეტის გზა აირჩია და კასპში მოქმედ საწარმოში, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგურის მოწყობა დაიწყო. კომპანიის დირექტორი დავით კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ეს პროექტი მათი წარმოების ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

„წარმოებაში თვეში დაახლოებით 450 ათასი კვ.ტ. ელექტროენერგიას და 300 ათას კუბ გაზს მოვიხმართ, ანუ ელექტროენერგიის ხარჯი დაახლოებით 150-160 ათასი ლარი, გაზის კი 300 ათასი ლარია. ჩვენთვის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია, ამიტომ მზის პანელების დამონტაჟება მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა და მისი ფასი 17-დან 33 თეთრამდე გაგვიძვირდა. შედეგად 1.1 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის დამონტაჟება გადავწყვიტეთ, რაც წლიურად 1.400-1.500 მლნ კვტ სთ ელექტროენერგიის გამომუშავებას ნიშნავს. ეს კომპანიის მოხმარების 40-50%-ია. ერთი ნაწილი უკვე ჩავრთეთ და მეორე ნაწილს უახლოეს პერიოდში ჩავრთავთ. ამ წლის განმავლობაში ზუსტად ვნახავთ როგორ აისახება ეს ჩვენს ხარჯებზე“, - განმარტა დავით კაკაბაძემ.

„მეტეხი კერამიკის“ დირექტორი აცხადებს, რომ პროექტის განხორციელებისას „საქართველოს ბანკის“ ენერგოკრედიტი კომპანიისთვის უალტერნატივოა.

„მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებისთვის, თავდაპირველად სალიზინგო კომპანიებს მივმართეთ, მაგრამ ეს კომპონენტი ქვეყანაში საკმაოდ ძვირია, შესაბამისად ჩვენს პარტნიორ „საქართველოს ბანკის“ შეთავაზების შესახებ გავიგეთ და მათ ენერგოკრედიტი ძალიან კარგი პირობებით დაგვიმტკიცეს. გულწრფელად ვიტყვი, რომ მათი წინადადება უალტერნატივო იყო.

პანელების გენერაცია ყოველდღიურად იკლებს და ჩვენი გათვლებით, თუ პანელები წლიურად 1.400 მლნ კვტ. სთ დააგენერირებს, მაშინ სესხის პირობებიდან გამომდინარე ჩვენ ვალდებულებების დასაფარად 4.2 წელი დაგვჭირდება. მაგრამ მგონია, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ფასი 5-10 თეთრით კიდევ რამდენჯერმე გაძვირდება, შესაბამისად ვალდებულების მომსახურება 3.5 წლამდე შემცირდებ“, - აღნიშნა დავით კაკაბაძემ.

„ენერგოკრედიტი მზის პანელებისთვის“ პროგრამით თუნუქის მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიურმა საწარმო KAYA-ამაც ისარგებლა. მათ 2021 წელს „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსებით და „საქართველოს ბანკის“ თანადგომით მზის პანელები დაამონტაჟეს, რითიც ელექტროენერგიის ხარჯის 45-50% დაზოგეს. კომპანიის გენერალური დირექტორი ილია ბაჩანიძე აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის გარემო ზრუნვა პირველ ადგილზე დგას.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საწარმო მძიმე მრეწველობის მიმართულებით მუშაობს, გარემოზე ზემოქმედების მაჩვენებელი მინიმალური გვაქვს. გარემოზე ზრუნვის კომპონენტი ჩვენს შემთხვევაში ეს „მწვანე ენერგიას“, კერძოდ მზის ელექტროპანელები. ვთვლით, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება თავისთავად ბიზნესზე დადებითად მოქმედებს და პირველ რიგში ეს ენერგო-დანახარჯების მაჩვენებელზე პირდაპირ აისახება“, - აღნიშნა ბაჩანიძემ.

KAYA-ში 110 კვტ-ის სიმძლავრის მზის ელექტროსადგური მოეწყო და მენეჯმენტი სესხის დაფარვას უახლოესი 2 წლის განმავლობაში გეგმავს.

„ჩვენ მზის ელექტროსადგურის მოწყობა დაგეგმილი გვქონდა, თუმცა ეს ალბათ უფრო შემდგომ პერიოდებში მოხდებოდა. „აწარმოე საქართველო“ და „საქართველოს ბანკი“ ამ პროექტის მარტივად და დროულად განხორციელებაში დაგვეხმარა“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის ხელმძღვანელმა.

გარემოზე ზრუნვის უპირატესობაზე საუბრობს Enovus-ის მმართველი პარტნიორი ირაკლი სირაძე. კომპანია ბიზნესს მზის ელექტროპანელების პროექტის შემუშავებას, ხარჯებისა და დანაზოგების დაანგარიშებასა და ელექტროსადგურის მოწყობის მომსახურებას სთავაზობს. ელექტროენერგიის მწვანე ალტერნატივაზე საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბიზნეს საქმიანობისას გარდა, პროექტი ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა და თავისი გრძელვადიანობით, მეწარმეებისთვის საუკეთესო გადაწყვეტას წარმოადგენს.

„Enovus-ის დაარსების მიზანი როგორც ელექტროენერგიის მოხმარების, ასევე CO გამოყოფის შემცირებას წარმოადგენდა. ასევე, ჩვენ პლასტმასის მავნე ზემოქმედების შესამცირებლად კომპანია „ტენესთან“ ვთანამშრომლობთ. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაწილი გარემოზე ზრუნვა გახლავთ. პრაქტიკიდან გამომდინარე, მზის ელექტროსადგურის ღირებულების უკუგების პერიოდი 5 წელია, რაც ნიშნავს, რომ დანარჩენი 20 წელი კომპანია ელექტროენერგიის გადასახადს სრულად ანულებს“, - ამბობს კომპანიის მმართველი პარტნიორი.

ირაკლი სირაძე „საქართველოს ბანკის“ ეკო-მეგობრულ პროექტს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ მზის სადგურების ეფექტიანობის ცნობადობის გასაზრდელად, კერძო სექტორთან მეტი საინფორმაციო კამპანია უნდა ჩატარდეს.

„საქართველოს ბანკში“ კი ელიან, რომ ენერგოკრედიტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება, რითიც ფინანსური პარტნიორი და კერძო სექტორი საქართველოში გარემოზე ზრუნვასა და ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებას კიდევ უფრო გააქტიურებენ.