მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოკრიზისის მხრივ არც მარტში გამოსწორდება ვითარება - გიორგი მარგებაძე

6310b0f0e6fa2
მარიამ ვარადაშვილი
02.09.22 09:45
1017
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე აცხადებს, რომ ევროპაში ენერგო კრიზისი მარტშიც იქნება, ანუ იმ დროისთვის, როცა საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას გეგმავს. როგორც მან "საქმის კურსში" თქვა, მთავრობამ ან უნდა აამუშაოს ბირჟა და შემდეგ დაიწყოს ხარვეზების გამოსწორება ან რამდენიმე წლით გადაავადოს ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება, რათა კომპანიებს მოსამზადებელი პერიოდი უფრო მეტი ჰქონდეთ. 

ცნობისთვის, მთავრობამ ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზად რეგიონში არსებული ვითარება დაასახელა, რის გამოც ელექტროენერგიით ვაჭრობის თავისუფალი ბაზრისთვის მინდობაში რისკები დაინახა.

“ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება იმის ფონზე, როგორი ენერგოკრიზისიც არის მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს რისკებს შეიცავს, თუმცა არც ამ შვიდ თვეში გამოსწორდება ვითარება ენერგოკრიზისის მხრივ. ეს გრძელვადიანი პროცესია, რაც ევროპაში დაიწყო. დღეს თუ უკრაინაში საომარი მოქმედებებია, ევროპას რუსეთთან ენერგომატარებლების ომი აქვს გაჩაღებული. ეს კრიზისი დიდი ხანი გაგრძელდება. ინვესტორებს, რომლებიც ბირჟის გახსნას ელოდებიან, სურთ ფასი ჩანდეს, რაზეც უნდა დაიგეგმონ. ეს ყოველწლიური გადადება ამ ახალი ინვესტიციების გაჩერებას ნიშნავს. ეს ახალი ინვესტორებიც შვიდი თვე ჩერდებიან და ელოდებიან ამ დროის შემდეგ რა იქნება”, - აცხადებს მარგებაძე.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად საქართველოში ენერგეტიკულ ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო. ის ჯერ 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 1 მარტამდე გადაიდო, თუმცა არც 1 მარტს ამოქმედებულა. ბოლოს რეფორმის დაწყება 2022 წლის სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა მთავრობის 29 აგვისტოს დადგენილებით, ბირჟის სრულად ამოქმედების ვადა 31 მარტამდე გადაწია.