მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოომბუდსმენი რეგიონებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს-მიმართვა კომპანიებს

5e79ca68c66e5
თელარა გელანტია
24.03.20 12:52
772

ენერგოომბუდსმენი რეგიონებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მომსახურების ხარისხი არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია ზოგიერთ რეგიონში, როგორც ელექტოენერგეტიკის, ასევე, გაზმომარაგების სექტორში“.

„COVID-19 ვირუსის პრევენციის მიზნით, ჩვენი თანამოქალაქეები მასობრივად გადანაწილდნენ სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში, შესაბამისად, მომხმარებელთა რიცხვი რეგიონებში მკვეთრად გაიზარდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

ენერგოომბუდსმენის აპარატში შემოსული ზარების და შეტყობინებების ანალიზი გვიჩვენებს, რომ გაზრდილი მოხმარებიდან გამომდინარე, მომსახურების ხარისხი არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია ზოგიერთ რეგიონში, როგორც ელექტოენერგეტიკის, ასევე, გაზმომარაგების სექტორში.

წყალმოამარაგების კუთხით პრობლემები არსებობდა, შესაბამისად, ეს მიმართულება ცალკე განხილვის საგანია.
შემოსული ზარების უმრავლესობა ეხება ცვალებად და სუსტ ძაბვას და ბუნებრივი გაზის დაბალი წნევით მიწოდებას, რაც სერიოზული დისკომფორტია მომხმარებლებისთვის.

ენერგოომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს რეგიონებში ლიცენზიის მფლობელ გამანაწილებელ კომპანიებს, რომ სწორად შერჩეულ დროს დაგეგმოს და ეტაპობრივად გაატაროს ყველა აუცილებელი პრევენციული ხასიათის სამუშაოები სათანადო მომსახურების მიწოდებისა და აღნიშნული ხარვეზების გამოსწორები მიზნით.

განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები, სადაც მკაცრი კარანტინია გამოცხადებული.

მოვუწოდებთ მომხმარებლებს აქტიური თანამშრომლობისკენ. ვიღებთ ინფორმაციებს ცხელ ხაზზე16 2016 და ფეისბუკის პირადი შეტყობინენების ველში - Energy ombudsman, სადაც აგრეთვე შეგიძლიათ, ფოტოს სახით წარმოადგინოთ განცხადებები და საჩივრები”, - ნათქვამია განცხადებაში.