მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოსექტორის უმსხვილესი ინვესტორები - უახლესი სტატისტიკა

6138e1e00e49c
დავით ჯალაღონია
08.09.21 23:45
963
საქსტატმა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ მიმდინარე წლის მეორე კვარტალის მონაცემები გამოაქვეყნა.

სტატისტიკა ცალკეული დარგების მდგომარეობასაც ასახავს, რომლის მიხედვით, ჯამურად, 2021 წლის პირველ ნახევარში, ენერგეტიკის სექტორში უცხოური ინვესტიციების სახით, 106.8 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 13-ჯერ აღემატება, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელს 33 პროცენტით ჩამოუვარდება.

FDI ენერგეტიკაში
(აშშ მლნ $ - I-II კვარტალი)

2017 - 101.9
2018 - 88.8
2019 - 159.1
2020 - 8
2021 - 106.8

BM.GE-მ საქსტატიდან იმ ტოპ-20 კომპანიის ჩამონათვალი გამოითხოვა, რომელთაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ენერგეტიკაში თანხა ჩადეს. მათი ჩამონათვალი ასეთია:

სს თელასი
შპს საქართველო-ურბან ენერჯი
შპს თბილისი ენერჯი
სს ენერგო - პრო ჯორჯია
სს საქორგგაზი
შპს აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია
შპს ვარციხე 2005
სს ხრამჰესი II
სს ხრამჰესი I
შპს აჭარ ენერჯი-2007
შპს ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი
სს დარიალი ენერჯი
სს CALIK ENERJI SANAYI VE TICARET-ის საქართველოს ფილიალი
სს ჩალიკ ჯორჯია ვინდ
შპს ენკა რინიუებლზ
შპს ემ.ჯი რენიუებლზ
შპს მტკვარი ჰოლდინგი
სს ეპ ჯორჯია გენერაცია
შპს ინტერ რაო საქართველო
შპს კორომხეთი ჯორჯია.